მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:13

12. და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია.13. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.14. და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი.
სახარებაჲ მათესი თავი 21
13. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა იესუ ტაძარსა მას და გამოასხა ყოველი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ (21,12-13).:

ამას საქმესა იოვანეცა წარმოიტყჳს, არამედ იგი დაწყებასა მას სახარებისასასა იტყჳს, ხოლო მათე - აღსასრულსა. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ ორგზის ქმნა ესე უფალმან სხუასა და სხუასა ჟამსა.

რამეთუ რომელსა იოვანე იტყჳს, დღეთა მათ პასექისათა იყო, ხოლო ესე, რომელსა მათე გჳთხრობს, უწინარეს პასექისა. მაშინ ჰრქუეს ჰურიათა: „რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ?“ ხოლო აქა არარას ეტყჳან ესევითარსა. ესე უკუე უმეტესისა მის ჰურიათა გულფიცხელობისა სასწაული არს, რომელ ორგზის ამხილა, და არა დასცხრესვე ცუდთა მათ ვაჭრობათაგან. ხედვიდეს სასწაულთა მათ ურიცხუთა და წინააღმდგომად ღმრთისა ეტყოდეს წინააღმდგომნი იგი ჭეშმარიტებისანი; ესმოდეს სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი და ყრმათა ღაღადებაჲ, და უფიცხეს ქვათა იყვნეს გულნი მათნი.

ამისთჳს უფალმან სიტყუანი ესაიაჲსნი აღუჴსენნა: „წერილ არსო: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ .

და არა ამათ ხოლო სიტყუათა მიერ აჩუენა ჴელმწიფებაჲ თჳსი, არამედ კურნებითაცა თითოფერთა სენთაჲთა,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:10-16 — ტაძრის განწმენდა, განკურნებანი და ყრმათა ქება:

10-11. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ. - გულუბრყვილო, უბრალო ხალხს, მართალია, არ შურდა ქრისტესი, მაგრამ არც შესაბამისი წარმოდგენა ჰქონდა მასზე. ამიტომაც ამჯერადაც წინასწარმეტყველი უწოდეს. მაგრამ რადგანაც ეს სიტყვა წინასწარმეტყველი არტიკლთან ერთად თქვეს (ο προφήτης), შეიძლება ასეც გავიგოთ, რომ ეს არის წინასწარმეტყველი, რომელსაც ელოდნენ და რომლის შესახებაც მოსემ თქვა: ღმერთი თქვენ წინასწარმეტყველს აღგიდგენთო (II შჯ. 18.18). ხალხს ხომ არ უთქვამს: ეს არის წინასწარმეტყველი (ούτός εστι προφήτης), არამედ წინასშარმეტყველი იგი (ὁ προφήτης), ე. ი. ვისაც ველოდით.

12-13. და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. - ვითარცა უფალმა სახლისა ანუ...

სრულად ნახვა
მოძღვრება, თქმული სოფლის ვანის ეკკლესიის კურთხევაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

გილოცავ თქვენ, საყვარელნი ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, კურთხევა ეკკლესიისა ამის თქვენისა. ვსთხოვ ღმერთსა, რათამცა წმიდა ეკკლესია ამიერითგან იყოს თქვენთვის წყაროდ სულიერისა მადლისა, ნუგეშინის-მცემელად, განმწმენდელად, განმანათლებლად და მაცხოვნებლად. კიდეც ვესავ ღმერთსა, რომელ იგი აღასრულებს ჩემსა ამას ვედრებასა. თქვენცა მისთვის დაშვერით და შეამკეთ, რათა სულთა თქვენთათვის; გარნა, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, უკეთუ ჭეშმარიტად გსურსთ და მოელით, რომ ამ ეკკლესიამ მოგცესთ სულიერი მადლი და სიწმიდე, და მეც დარწმუნებული ვარ, რომელ ნამდვილად ამას მოელით და ისურვებთ, თქვენც თქვენი მხრით განიზრახეთ, იფიქრეთ და შეიტყვეთ, რა უნდა ქმნას კაცმან, როგორ იხმაროს ეკკლესია და როგორ უნდა იქცეოდეს მას შინა, რათა ეკკლესია მისთვის იყოს ჭეშმარიტად სასარგებლო.

პირველად, კაცი, რომელსა სურს ეკკლესიაში მისვლა და წირვის მოსმენა, წინადვე უნდა მოემზადოს ამ საქმეს. კვირას ანუ დღესასწაულს დღეს, ვიდრე ეკკლესიაში მისვლამდე, ეცადე, ძმაო, და ისრე დააწყე შენი სული და გული, რომ ეკკლესიაში შესვლის დროს აღარაფერი არ გიშლიდეს გულს-მოდგინებით ლოცვის მოსმენასა. თუ კაცის აზრი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად შთავიდეს კაფარნაუმდ იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე. და მოახლებულ იყო პასექი ჰურიათაჲ. და აღვიდა იერუსალჱმდ და პოვა ტაძარსა მას შინა მოფარდული ზროხათა და ცხოვართა და ტრედთაჲ და მეკერმენი მსხდომარენი. და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი გამოასხა ტაძრისაგან“ (2,12-15).:

...აქმჱ იგი საკჳრველი და სავსე ფრიადითა ჴელმწიფებითა, რამეთუ მოფარდულნი იგი ზროხათა და ცხოვართანი და მეკერმენი ყოველნი განასხნა და ჰრქუა მათ: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“ (2,16); ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვი-თარმედ: „განასხმიდა და ეტყოდა: ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა ქუაბ ავაზაკთა“. ; ; ხოლო არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი, - ნუ იყოფინ! - არამედ გამოაჩინებენ, ვითარმედ ორგზის ქმნა საქმჱ იგი და არა ერთსა ჟამსა, არამედ ესე შემდგომად ნათლის-ღებისა იყო მცირედითა ჟამითა, ხოლო იგი - ჟამსა ვნებისასა მიახლებულად. ხოლო რაჲსათჳს ქმნა ესე ქრისტემან, რომელ ესრეთ რისხვით მოუჴდა მათ და შოლტითა განასხნა, რომელ-ესე არაოდეს უქმნიეს, რაჟამს-იგი აგინებდიან და ჰგმობდიან? გარნა ვინაჲთგან შაბათსა შინა ეგულებოდა სასწაულისა ქმნაჲ და სხუათა მრავალთა ესევითართა აღსრულებაჲ, რომელნი მათ მიერ შჯულისა გარდასლვად შერაცხილ იყვნეს, და რაჲთა არავის აქუნდეს სიტყუაჲ, ვითარმედ წინააღმდგომ არს მამისა და შჯულისა დამჴსნელ, ამისთჳს ქმნა ესე; რამეთუ ვითარმცა ეგებოდა, თუმცა რომელმან-იგი ტაძრისათჳს ესეოდენი შური აჩუენა, და ტაძრისა მის მეუფ...

სრულად ნახვა