მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:16

15. და ვითარცა იხილეს მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელ-იგი ქმნნა სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა,16. განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე; არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?17. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ.
სახარებაჲ მათესი თავი 21
16. განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე; არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იხილეს მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელი-იგი ქმნნა იესუ სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდა ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა, განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან?“ (21,15-16).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე უმეტესად ქრისტეს შეჰგვანდა თქუმად მათდა, ვი-თარმედ: არა გესმისა, რასა-ესე იტყჳან? რამეთუ ვითარცა ღმერთსა უგალობდეს. ვინაჲთგან უკუე მათ მიუთხრეს, იხილა უგულისჴმოებაჲ მათი და ჰრქუა მხილებისა წესითა:

მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:10-16 — ტაძრის განწმენდა, განკურნებანი და ყრმათა ქება:

10-11. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ. - გულუბრყვილო, უბრალო ხალხს, მართალია, არ შურდა ქრისტესი, მაგრამ არც შესაბამისი წარმოდგენა ჰქონდა მასზე. ამიტომაც ამჯერადაც წინასწარმეტყველი უწოდეს. მაგრამ რადგანაც ეს სიტყვა წინასწარმეტყველი არტიკლთან ერთად თქვეს (ο προφήτης), შეიძლება ასეც გავიგოთ, რომ ეს არის წინასწარმეტყველი, რომელსაც ელოდნენ და რომლის შესახებაც მოსემ თქვა: ღმერთი თქვენ წინასწარმეტყველს აღგიდგენთო (II შჯ. 18.18). ხალხს ხომ არ უთქვამს: ეს არის წინასწარმეტყველი (ούτός εστι προφήτης), არამედ წინასშარმეტყველი იგი (ὁ προφήτης), ე. ი. ვისაც ველოდით.

12-13. და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. - ვითარცა უფალმა სახლისა ანუ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის