მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:18

17. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ.18. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია.19. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად.
სახარებაჲ მათესი თავი 21
18. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ხვალისაგან, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად განთიად, შეემშია“ (21,18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს განთიად შეემშია? ოდეს შეუნდო ბუნებასა ჴორცთასა ჩუენებად საქმე თჳსი, მაშინ გამოჩნდა უძლურებაჲ მისი.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:17-22 — ლეღვის ხის შეჩვენება და რწმენის ძალა:

17. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ. - უფალი მათ, ვითარცა უღირსთ, გაშორდა და ბეთანიაში წავიდა, რომელიც ითარგმნება როგორც სახლი მორჩილებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ურჩებიდან იგი მორჩილებთან გადავიდა და მათთან დამკვიდრდა, რადგან ნათქვამია: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის (II კორ. 6.16).

18-20. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი! - რადგანაც უფალი სასწაულებს ხშირად აღასრულებდა და ეს სასწაულები ყოველთვის კეთილი იყო, და ამასთან, არცერთი სასწაული არ აღუსრულებია ვინმეს დასასჯელად, რომ არ ეფიქრათ, დასჯა არ შეუძლიაო, აქ თავის ამ ძალასაც წარმოაჩენს, მაგრამ, ვითარცა კაცთმოყვარე, მას არა ადამიანთა, არამედ ხის მიმართ იყენებს, ისევე როგორც მანამდე ეს ღორების მიმართ გააკეთა. იგი ხეს ახმობს, რათა ადამიანები გონს მოიყვანოს. მოწაფეებს გაუკვირდათ და...

სრულად ნახვა
მოძღვრება, თქმული რაჭის უეზდის სოფლის სორის ეკკლესიასა შინა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო ქრისტიანენო! თუმცა მე არა ერთ-გზის მიწირავს ამ თქვენს ძველს ეკკლესიაში, გარნა მოძღვრება და დარიგება ჯერედ ერთხელაც არ მომიცია თქვენთვის, ვითარცა სხვათა სოფლის ეკკლესიათა შინა, ჩვეულებისა და მოვალეობისამებრ ჩვენისა. ეს მოხდა მისთვის, რომელ წირვა ჩვენი აქა ყოველთვის დაემთხვია უბრალო, სანიადაგო დღეებში, როდესაც თქვენ იყავით მუშაობაში და მოსვლა საყდარში არ გცალოდათ. თუმცა დღესაც უბრალო დღე არის, მაგრამ დღეს მე განგებ დაგიბარეთ თქვენ წირვის მოსასმენად, რადგანაც მსურდა დღეს მაინც გადამეხადა ჩემი ვალი თქვენ წინაშე. მე ვალი მმართებს თქვენი: ჩემი ვალი ის არის, რომ გასწავლო, დაგარიგო სჯულში და ქრისტიანობაში. თუ ეს ვალი არ გარდავიხადე, მეშინია, ღმერთმა არ მომკითხოს ოდესმე. ახლა, პირველად, მადლობას გეტყვი, რომ ისმინეთ ჩემი დაბარება და მოხვედით აქ. ნუ ნანობთ ერთი საათის, ანუ საათნახევრის მოცდენას მუშაობისაგან! მუშაობა ყოველ დღეს შეგიძლიათ; გარნა მღვდელ-მთავრის წირვის და დარიგების მოსმენა არა ყოველს დღეს შეგიძლიათ. მარტო მუცლისთვის არ უნდა ზრუნვიდეს კაცი; სულსაც უნდა თვისი საზრდო; სულის საზრდო არის სწავლა, ნუგეში, განათლება; თუ გულმოდგინეთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის