თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამპარტავანნი იგი და თავჴედნი ჰურიანი ისწრაფიან სწავლისა მის დახრწევად, რაჲთა არა შეუნდონ ერსა მას სმენად და გულისჴმის-ყოფად. ხოლო ვინაჲთგან სასწაულთათჳს ბრალსა ვერარას შეჰჴდიდეს, მაშინ განსხმისათჳს მსყიდელთა და მეკერმეთაჲსა ტაძრით აბრალობენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმო. ეგრეთვე იოვანე წარმოიტყჳს, რამეთუ მაშინცა, დაღაცათუ არა ესევე სიტყუანი ჰრქუნეს, არამედ ამითვე გულისსიტყჳთა უკეთურებისაჲთა ჰკითხვიდეს: „რასა სასწაულსა მიჩუენებო, რამეთუ ამას იქმ?“ არამედ მაშინ მიუგო და ჰრქუა მათ: „დაჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო იგი“. (იოან. 2, 18-19) ხოლო აწ სიტყუაჲ წინაუყო, რომლისა პასუხისა მიცემად მოუძლურდეს, რამეთუ იგი დაწყებასა იყო სახარებისასა, ხოლო ესე - აღსასრულსა.
ესრეთ უკუე ეტყჳან უშჯულონი იგი, ვითარმედ: „რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას?“ ესე იგი არს, საყდარსა ზედა მოძღურებისასა დაჯდომილ ხარა, ანუ მღდელთმოძღურებაჲ მიგიღებიესა, რომელ ესევითართა საქმეთა იქმ და ესოდენსა ჴელმწიფებასა აჩუენებ? და რაჲ-მე წინააღმდგომი ქმნა, ჵ უღმრთონო, რომელ წესიერებაჲ იგი ტაძრისაჲ იზრუნა და უწესოებაჲ დააყენა,...