თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა განცხადებულად განვრდომაჲ ჰურიათა მათ ურწმუნოთაჲ მოასწავა და მოღებაჲ მათგან ყოვლისავე კეთილისაჲ და მიცემაჲ მორწმუნეთა მათ წარმართთა. ხოლო რაჲთა ცნან, ვითარმედ არა განვრდომადმდე ოდენ არს პატიჟი მათი, არამედ სატანჯველიცა მოწევნად არს მათ ზედა, ამისთჳს შესძინა და თქუა:
სახარებაჲ მათესი 21:43
33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. - უფალს სხვა იგავიც მოჰყავს მათთვის, რათა აჩვენოს: მიუხედავად იმ დიდი მზრუნველობისა, რომელიც ეღირსათ, მაინც ვერ გამოსწორდნენ. პატრონი სახლისა უფალია, ვისაც მისი კაცთმოყვარეობისა გამო, კაცი ეწოდა. ვენახი - იუდეველი ხალხი, ვინც ღმერთმა აღთქმულ მიწაზე დანერგა, როგორც ნათქვამია: შეიყვანე და დანერგე ისინი მთასა ზედა წმინდასა შენსა. ზღუდე ან სჯულია, რომელიც მათ წარმართებთან ქორწინების გზით აღრევისაგან იფარავდა, ან წმინდა ანგელოზნი, რომელნიც ისრაელს იცავდნენ. საწნახელი სამსხვერპლოა, გოდოლი - ტაძარი, ხოლო მიწათმოქმედნი - მოძღვარნი ხალხისა - ფარისეველნი და მწიგნობარნი. ღმერთი - სახლისა უფალი ებრაელებს მაშინ განშორდა, როცა ღრუბლის სვეტიდან მათთან საუბარი შეწყვიტა. ან კიდევ: წასვლა ღმრთის სულგრძელობას ნიშნავს, რადგანაც იგი თითქოს ძილს ეძლევა, ან გვშორდება, როცა სულგრძელობას იჩენს და ჩვენს უსამართლო საქმეთა გამო მაშინვე არ ჩნდება.
34-39. და რაჟამს...
...ნ სოდომელთაჲსა იყო საყურძენი მათი“.
ამისთჳს უფალმან იცოდა, თუ ვითარსა ნაყოფსა ეგულების გამოღებად, და წინაჲთვე მიუთხრა იგავი იგი ვენაჴისაჲ მის და ჰრქუა: „გეტყჳ თქუენ: მიგეღოს თქუენ სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავთა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფთა მისთა“.
ამას ყოველსა ზედა განუყვეს სამოსელი მისი მტარვალთა და არა ხედვიდეს ყოფადსა მას მათსა წარმართთა შორის განყოფასა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „აჰა ესერა დღენი მოვლენ, და განიყოს ნატყუენავი შენი შენ შორის. და შევკრიბნე ყოველნი წარმართნი ბრძოლად იერუსალჱმსა ზედა, და წარიტყუენოს ქალაქი იგი, და წარიტაცნენ მკჳდრნი მისნი. რამეთუ არა მიგეტეოს თქუენ ცოდვაჲ ესე, ვიდრემდის მოსწყდეთ თქუენ, - იტყჳს უფალი ძალთაჲ“.
და რაჲთა შემოკლებულად ვთქუა, იკადრეს უშჯულოთა მათ მოკლვაჲ უფლისაჲ, გარნა სიკუდილი მისი იქმნა ჩუენ ყოველთა ცხორება; ხოლო მათ მოიყვანეს თავთა თჳსთა ზედა დღე იგი, რომელსა იტყოდა ესაია, ვი-თარმედ: „დღე სასჯელისა უფლისაჲ არს, და წელიწადი - კუალადგებისა სასჯელისა სიონისაჲ. და გარდაიქცენ ღელენი მისნი ფისად, და ქუეყანაჲ მისი - წუნწუბად. და იყოს ქუეყანაჲ მისი, ვითარ...
...სა. ამას თანა გუაუწყებს, ვითარმედ არა სარწმუნოებაჲ ხოლო ჯერ-არს, არამედ საქმენიცა კეთილნი, და თუ რაოდენი სასჯელი წინაუც შებღალულთა ცოდვითა. და კეთილად განაწესა ესე იგავი შემდგომად პირველთქუმულისა მის, რამეთუ მუნ თქუა: „მიგეღოსო თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავთა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა“, ხოლო აწ გამოაჩინებს, თუ ვინ არიან ნათესავნი იგი. და არა ესე ოდენ, არამედ აურაცხელსაცა მოღუაწებასა მისსა გუაუწყებს, რომელი აჩუენა ჰურიათა ზედა. რამეთუ ზემოსა მას იგავსა შინა იტყჳს წოდებასა, რომელ უწოდა პირველ ჯუარ-ცუმისა, ხოლო აწ გამოაცხადებს, ვი-თარმედ შემდგომად ჯუარ-ცუმისაცა არავე დასცხრა წოდებად. ოდეს-იგი სასტიკისა რისხვისა ღირს იყვნეს, მაშინცა ქორწილადვე უწესს და პატივად დიდებულად; და ზემოცა გუაუწყა, ვითარმედ პირველად ჰურიათა უწოდა, არა წარმართთა, და აქაცა ეგრეთვე, გარნა ვითარცა-იგი მუნ, ოდეს არა შეიწყნარეს, არამედ მოკლეს, მაშინღა მისცა სხუათა ვენაჴი იგი, ეგრეთვე აქა, ოდეს არა ინებეს მოსლვად ქორწილსა მას, მაშინღა სხუათა მოუწოდა.
რაჲმცა უკუე იყო უცოფეს მათსა, რომელ ქორწილად იწოდნეს და განაგდეს? ვინმცა არა ინება მისლვად ქორწილსა, და ქორწილსა მეუფისასა, ოდესღა ძისა თჳსისა იქმნ ქორწილსა. რომელსა ქორწილსა იტყჳს? ესე იგი არს, ოდე...