თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან განცხადებული და პირურცხჳნოჲ იყო უკე-თურებაჲ მათი, ამისთჳს ცხადად ამხილა თავადმან. პირველად შეაშფოთნა თხრობითა დაფარულთა მათთაჲთა, რაჲთა ცნან უცნობოთა მათ, ვი-თარმედ მხილველი არს დაფარულთაჲ და ღმერთი არს განმკითხველი გულთაჲ, ნუუკუე შეიკდიმონ. არამედ არავე შეირცხჳნეს, არცა შეიკდიმეს ლირბთა მათ.
ამისთჳს სამართლად წინაჲთვე იერემია განაქიქებს სახლსა მას ისრაჱლისასა და ეტყჳს: „პირი ვითარცა როსპიკისაჲ გექმნა შენ, ურცხჳნო იქმენ ყოველთა მიმართ. და არა მიწოდე მე მამად და მფლობელად შენდა“.
ეგრეთვე უფალი ორგულად და გამომცდელად ეტყჳს. მერმე დრაჰკანი იგი ითხოა და ხატი და ზედაწერილი იკითხა, არა თუ უმეცარ იყო, არამედ რაჲთა მათ ათქუმიოს პირითა თჳსითა სამართალი იგი, ვითარცა მრავალგზის იქმს; რამეთუ თქუეს რაჲ, ვითარმედ: კეისრისაჲ არს ხატი და ზედაწერილი, ჰრქუა მათ: „მიეცითო კეისრისაჲ კეისარსა“.
ხოლო რაჲთა მათ კუალად ვერ პოონ სიტყუაჲ თქუმად, თუ: კაცთა მორჩილებად გჳბრძანება? ამისთჳს დაურთო: „და ღმრთისაჲ ღმერთსაო“. რამეთუ ჯერ-არს კაცთადა მიცემაჲ მათისა მის წესისაჲ, და ღმრთისა...