მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:35

34. ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად,35. რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა.36. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.
სახარებაჲ მათესი თავი 23
35. რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა მოიწიოსო თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელის მართლისაჲთ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარაქიაჲსა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამენ გეტყჳ თქუენ: მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა“ (23,35-36).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უძჳრეს ყოველთა სცოდეთ და არა შეიკდიმეთ პირველქმნულთა მათგან, ამისთჳს თქუენცა უძჳრესი შეგემთხჳოსო. არა გასმიესა, რასა იტყჳს ლამექ? ვითარმედ: „შჳდგზის შური იძია კაენისგან, ხოლო ლამექისგან - სამეოცდაათ შჳდგზის“. რაჲსათჳს-მე? არა თუ მან ძმაჲ მოკლა, არამედ ამისთჳს, რომელ პირქმნულისა მისგან სახისა არა შეშინდა. და ესე არს, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „მივაგნეო ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავად მოძულეთა ჩემთა“. არა თუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთჳს სხუათამცა მიჰჴადა სასჯელი. ნუ იყოფინ! არამედ რომელთაიგი იხილნეს მრავალნი ცოდვათათჳს ტანჯულნი და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძჳრესისაცა მიღებად. ეგრეთვე ამათ ვინაჲთგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკლველთა ზედა, და თჳსითა პირითა წამებდეს: „უკუეთუმცა ვიყვენითო დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვენითო მათ თანა ზიარ სისხლსა მას...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:34-36 — წინასწარმეტყველთა მკვლელობის მხილება და სასჯელი:

34. ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად. - იგი ამხელს მათ სიცრუეს, როცა თქვეს: ჩვენ რომ ჩვენი მამების დროს გვეცხოვრა, წინასწარმეტყველებს არ დავხოცავდითო. აჰა, მე მოგივლენთ თქვენ წინასწარმერტყველებს, ბრძენთა და მწიგნობრებს. მაგრამ თქვენ მათაც დახოცავთო. ამას მოციქულებზე ამბობს. სულიწმიდამ შეამკო ისინი სწავლებებით, მწიგნობრებად ანუ ხალხის მასწავლებლებად შექმნა და ყოველი სიბრძნით აღავსო. როცა ამბობს: **მოვავლინე თქუენდა,**თავის ღმრთეებრივ ძალაუფლებას წარმოაჩენს.

35-36. რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა. - სასჯელი ყველა უსამართლოდ დაღვრილი სისხლისათვის, ამბობს უფალი, სწორედ იმდროინდელ ებრაელებზე მოაწევს. ისინი წინაპრებზე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი:

...ედრებს: „რავდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთო“. და შუებასა შინა ცოდვაჲ უძნელეს არს, ვიდრე სიგლახაკესა, ვითარცა ლაზარესთჳს წერილ არს; და ადგილისაგანცა ძნელოვან იქმნების ცოდვაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შორის ტაძრისა მის და საკურთხეველისა“; და სახისაგანცა ცოდვათაჲსა იქმნების სიმძიმე ცოდვისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „დაუკლნეს ძენი და ასულნი მათნი ეშმაკთა“. და კუალად, ოდეს მორწმუნე უშჯულოთა მსგავსად ცოდვიდეს, უძჳრეს მათსა იტანჯოს, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს, ვითარმედ: „არცა თუ სამართლისაებრ წარმართთაჲსა ჰქმენ შენ და განამართლეო დაჲ შენი“. ; (16,55-57)

და კუალად, ოდეს სხუათა ზედა მოწევნულისა რისხვისაგან არა შე-შინდეს, ესეცა მიზეზ სატანჯველისა არს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა საშჯელისასა, ვიდრე თქუენ“.

იხილეა წე...

სრულად ნახვა