თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე თქუა, არა თუ რაჲთა არავის ვჰრქუათ: მამაო, არამედ რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, თუ ვინ არს ჭეშმარიტი იგი მამაჲ. რამეთუ ვითარცა მოძღუარ ერქუმის მრავალთა, არამედ ჭეშმარიტი მოძღუარი ქრისტჱ არს, ეგრეთვე დაღაცათუ ერქუმის კაცთაცა მამაჲ, არამედ ჭეშმარიტი მამაჲ არავინ არს, გარნა ღმერთი, რამეთუ იგი არს მიზეზი ყოველთა მოძღუართა და მამათაჲ. და კუალად იტყჳს:
სახარებაჲ მათესი 23:9
8-12. ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ. და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს. - ქრისტე იმას კი არ კრძალავს, რომ ვინმე მასწავლებლად იწოდებოდეს, არამედ კიცხავს იმათ, რომელთაც დაჟინებით სურთ, ასე იწოდებოდნენ და ამ წოდების მოპოვებისათვის ყოველგვარ საშუალებას მიმართავენ. მოძღვრის ღირსება, საკუთარი მნიშვნელობით, მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ასევე, როცა ამბობს: მამით ნუვის ხადით - მშობლების პატივისცემას კი არ გვიშლის, რადგანაც, პირიქით, სურს, რომ მშობლებს, განსაკუთრებით კი სულიერ მამებს, პატივი მივაგოთ, არამედ ამ სიტყვებით ჭეშმარიტი მამის ანუ ღმერთის შეცნობამდე ავყავართ, რადგანაც მამა, საკუთარი მნიშვნელობით, ღმერთია. ხორციელი მშობლები მიზეზნი კი არ არიან ჩვენი შობისა, არამედ მხოლოდ თანამოქმედნი და თანამიზეზნი...
...ვითარმედ: „ვარო“. ჰხედავა, ვითარ, რაჟამს მოწაფეთა ეტყოდის, გამოაცხადებს თავსა თჳსსა? რამეთუ ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნუვის ჰხადით მოძღუარ ქუეყანასა ზედა“; და კუალად იტყჳს: „ნუვის ჰხადით მამად ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მოძღუარი და მამაჲ თქუენი“. ხოლო ერთი ესე არა თუ მამისათჳს ოდენ თქუმულ არს, არამედ თავისა თჳსისათჳსცა, რამეთუ უკუეთუმცა არა თავისა თჳსისათჳსცა იტყოდა, ვითარმცა თქუა, თუ: „რაჲთა იქმნნეთ შვილ ნათლისა“? ანუ უკუეთუ მამასა ოდენ იტყჳს მოძღურად, ვითარ იტყჳს აწ, ვითარმედ: „ვარო“?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი თქუენნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ბანაჲ ფერჴთაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეცა თქუენ ჰყოფდეთ“ (13,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ესრეთ ჰყოფდით“? ესე იგი არს, ვითარმედ ესევითარითა მოსწრაფებითა, რამეთუ უკუეთუ უფალმან ესრეთ უყო მონათა, ჩუენ, რომელნი-ესე მონანი ვართ, მოყუასთა ჩუენთა არა უყოფდეთა? რამეთუ ამისთჳს მან უზეშთაესი სახჱ გჳჩუენა ჩუენ, რაჲთა ჩუენ მას ვხედვიდეთ და უდარჱსსა ვიქმოდით.
სადა არიან აწ, რომ...