თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველითგანვე ორისა ამის პირისათჳს ჰკითხეს მოციქულთა: მოოჴრებისათჳს იერუსალჱმისა და მეორედ მოსლვისათჳს უფლისა. რამეთუ ოდეს-იგი მოუჴდეს და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა, და თავადმან მიუგო, ვითარმედ: „ამენ გეტყჳ თქუენ, არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს“; მერმე, დაჯდა რაჲ მთასა ზეთისხილისასა, მოუჴდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე ყოველი?“ ესე იგი არს, ოდეს იყოსო, რომელ ესევითარნი საქმენი იქმნესმცა, რომელ აქა ქვაჲ ქვასა ზედა არა დაშთეს, „და რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ ხოლო უფალმან მოოჴრებისა მის იერუსალჱმისა და წარწყმედისათჳს ერისა მის ჰურიათაჲსა და დარღუევისათჳს ტაძრისა მიუთხრა, რაოდენ ჯერ-იყო, და ამას ზედა დაასრულა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „რჩეულთა მათთჳს, რომელ არიან მორწმუნენი, შემოკლდენ დღენი იგი“.
ამიერითგან იწყებს მეორედ მოსლვისა თჳსისათჳს თხრობად: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ“. ოდეს „მაშინ“? გულისჴმა-ყავ კეთილად, რამეთუ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ამას ადგილსა ესე სიტყუაჲ, თუ:...