მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:29

28. რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები.29. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.30. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა.
სახარებაჲ მათესი თავი 24
29. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღე-თაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ“ (24,29).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელთა დღეთა ჭირსა იტყჳს? ანტესა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთა მისთასა, რამეთუ დიდი ჭირი ყოფად არს მაშინ, სიმრავლესა მას შინა მაცთურთასა, გარნა არა მყოვარჟამი იყოს ჭირი იგი; რამეთუ უკუეთუ ბრძოლაჲ იგი ჰურიათაჲ რჩეულთა მათთჳს შემოკლდა, არა უმეტესადღა ესევითარი იგი განსაცდელი შემოკლდესა რჩეულთათჳსვე? რამეთუ „მეყსეულადო შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს“, და შემდგომი ამისი. რაჟამს მაცთურთა მათ საცთური განეფინოს და მორწმუნენი ჭირსა შინა იყვნენ, მეყსეულად იქმნას დიდებული იგი მოსლვაჲ უფლისაჲ, და საცთური იგი განქარდეს, რამეთუ დიდი შფოთი ყოფად არს მაშინ სოფელსა შინა; ამისთჳს შეამოკლებს უფალი ჟამსა მას და განაქარვებს საცთურსა მოსლვითა თჳსითა.

ხოლო უწყითა, ვითარ იქმნების მოსლვაჲ იგი მისი დიდებული? შეიცვალების სახჱ ამის სოფლისაჲ, რამეთუ „მზჱ დაბნელდების“, არა თუ უჩინო იქმნების, არამედ იძლევის და დაიფარვის ნათლისა მისგან მოსლვისა უფლისა; და „ვარსკულავნი დამოცჳვენ“, რამეთუ რადღა საჴმარ არიან იგინი, ვინაჲთგან ღამე არღარა არს; „და ძალნი ცათანი შეიძრნენ“, სამართლად და ჯეროვნად შეიძრნენ განკჳრვებისაგან, იხილონ რაჲ ესოდენი...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:29-31 — ძე კაცისას მოსვლა დიდებით და ჯვრის ნიშანი:

29. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.- ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ, რომელიც სწრაფად განადგურდება, რასაც ნათელყოფს სიტყვა მეყსეულად, მზე დაბნელდება, ანუ ნათლით, რომელიც ქრისტეს მოსვლას თან მოჰყვება, ძლეული შეუმჩნეველი გახდება. ასევე მთვარეცა და ვარსკვლავებიც. და მართლაც რისთვისღა იქნება საჭირო გრძნობადი ნათელი, როცა ღამე აღარ იქნება და მზე სიმართლისა გამობრწყინდება? მაგრამ ძალნი ცათანი შეიძრნენ, ანუ განცვიფრდებიან და შეძრნწუნდებიან, მხედველნი ქმნილების გარდასახვისა და იმისა, თუ ყველა ადამიანი, ვისაც კი ადამიდან მოყოლებული იმ დრომდე უცხოვრია, როგორ აგებს პასუხს.

30. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. - მაშინ, სამხილებლად იუდეველთა, ცათა შინა ჯვარიც გამოჩნდება, რომელიც მზეზე მეტად იბრწყინებს. უფალი ჯვრით, ვითარცა იუდეველთა წინააღმდეგ უდიდესი სამხილით,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნვ მოწყალებისათჳს:

...დოდით“, რაჲთა ნათელი იგი საუკუნო მოგუეცეს. რამეთუ უკუეთუ ესე ნათელი ესრეთ კეთილ არს, გულისხმა-ყავ, თუ რაბამ იყოს იგი, რამეთუ რაოდენ მცირისა სანთლისა ნათელსა მზისა ბრწყინვალებაჲ უმჯობეს არს და უდიდებულეს? და ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „მზეცა დაბნელდეს“ მის ნათლისა დიდებულებისაგან. ხოლო უკუეთუ ამას სოფელსა შინა სახლთა ნათელთა და შუენიერთათჳს ფრიადსა ვიქმთ წარსაგებელსა და შრომასა, არა ჯერ-არსა, რაჲთა სრულიად ჴორცნი ჩუენნი მოვაკუდინნეთ და წარვწყმიდნეთ, რაჲთა საუკუნესა მას მოვიგოთ სოფელი დიდებული, სადა-იგი ნათელი თუალშეუდგამი არს? რამეთუ აქა ჭირი გჳჴმს და შფოთნი და საშჯელნი და შურნი სხუათა თანა, ხოლო მუნ არარაჲ არს ესევითარი: არცა შური, არცა ჴდომაჲ, არცა საშჯელი ზღვართათჳს. და ამის სოფლისა საყოფელთა უეჭუელად დატევებაჲ თანაგუაც, ხოლო იგი საუკუნოდ ჰგიეს; და ესე ყოველი წარჴდეს, ხოლო იგი დაუძუელებელ არს. ამას, გლახაკი თუ იყოს, ვერ მოიგებს, ხოლო მისი ორითა დანგითა შესაძლებელ არს მოგებაჲ, ვითარცა ქურივმან მან ქმნა.

ამისთჳს მწუხარე ვარ, რომელ ესეოდენნი კეთილნი ჩუენდა წინამდებარე არიან, და ჩუენ ესრეთ უდებ ვართ. რაჲთამცა აქა ბრწყინვალენი სახლნი აღვაშენენით, მოსწრაფე ვართ, ხოლო მუნ არა გუ...

სრულად ნახვა