თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო შენ ოდეს ესე გესმას, მორწმუნეო, ვითარმედ რჩეულთა მათ შეჰკრებენ ანგელოზნი, გულისხმა-ყავ დაშთომილთა მათ ჭირი და ტანჯვაჲ: პირველად, იხილონ რაჲ მომავალი უფალი, იტყებდენ; მერმე, განირჩინენ რაჲ და განეშორნენ რჩეულთაგან, - ესე მეორე განსაცდელი. ხოლო დაშთომილნი იგი სატანჯველად მიეცემიან. ჵ უკუანაჲსკნელი იგი წარწყმედაჲ! და ვითარცა-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: „არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“, ეგრეთვე აქა თქუა: „მაშინ იტყებდენო ტომნი ქუეყანისანი“, რომელთა არარაჲ მოიგეს ნაწილი ზეცისა კეთილთაჲ, არამედ იყვნეს ყოვლითურთ მიწა და ქუეყანისა საქმეთა დამონებულ. რამე-თუ ვინაჲთგან წარმოუთხრა ბრძოლანი იგი ბოროტნი და ტყუეობანი, რომელნი შემთხუევად იყვნეს ჰურიათადა, რაჲთა ცნან, ვითარმედ აქაცა ძჳრი შეემთხჳოს და მუნ იტანჯნენ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: იტყებდენ და რჩეულთაგან განეშორნენ და მიეცნენ გეჰენიასა ცეცხლისასა. ამათ სიტყუათა მიერ მოწაფეთა გულსა მხიარულ-ჰყოფს, რაჲთა ცნან, რაოდენთა ბოროტთაგან იჴსნებიან და რაბამთა კეთილთა...
სახარებაჲ მათესი 24:31
30. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა.31. და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა.32. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს ტრონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
სახარებაჲ მათესი თავი 24