მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:30

29. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.30. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა.31. და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა.
სახარებაჲ მათესი თავი 24
30. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა“ (24,30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „სასწაული ძისა კაცისაჲ“ არს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯუარი, რომელი-იგი მაშინ გამოჩინებად არს; უბრწყინვალეს არს მზისთუალისა, რამეთუ იგი დაბნელდების, ხოლო ესე ბრწყინავს, ესოდენ უმეტეს იყოს ნათელსა მზისასა ბრწყინვალებაჲ მისი. ხოლო რაჲსათჳს გამოჩნდების სასწაული იგი ჯუარისაჲ? რაჲთა სრულიად სირცხჳლეულ იქმნენ და პირი დაეყოს უშჯულოთა ჰურიათა, და რაჲთა ვიხილოთ ყოველთა კაცთა სახე იგი სიკუდილისა მისისაჲ, რომელი ჩუენთჳს თავს-იდვა: წყლულებანი იგი და სიკუდილი საყუედრელი და შეურაცხი. ამისთჳს ჯუარითა მოვალს ქრისტე განკითხვასა მას, რაჲთა დიდად განმართლდეს საშჯელი მისი.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:29-31 — ძე კაცისას მოსვლა დიდებით და ჯვრის ნიშანი:

29. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.- ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ, რომელიც სწრაფად განადგურდება, რასაც ნათელყოფს სიტყვა მეყსეულად, მზე დაბნელდება, ანუ ნათლით, რომელიც ქრისტეს მოსვლას თან მოჰყვება, ძლეული შეუმჩნეველი გახდება. ასევე მთვარეცა და ვარსკვლავებიც. და მართლაც რისთვისღა იქნება საჭირო გრძნობადი ნათელი, როცა ღამე აღარ იქნება და მზე სიმართლისა გამობრწყინდება? მაგრამ ძალნი ცათანი შეიძრნენ, ანუ განცვიფრდებიან და შეძრნწუნდებიან, მხედველნი ქმნილების გარდასახვისა და იმისა, თუ ყველა ადამიანი, ვისაც კი ადამიდან მოყოლებული იმ დრომდე უცხოვრია, როგორ აგებს პასუხს.

30. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. - მაშინ, სამხილებლად იუდეველთა, ცათა შინა ჯვარიც გამოჩნდება, რომელიც მზეზე მეტად იბრწყინებს. უფალი ჯვრით, ვითარცა იუდეველთა წინააღმდეგ უდიდესი სამხილით,...

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ვიწრო გზა, სამსჯავრო და წყალობა:

...მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს. სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.“** (; ; ; ; ). და თუნდაც ამის გამო ათიათასჯერ გაღიზიანდეთ, მე ამის თქმას არ შევწყვეტ. რადგან თუ წინასწარმეტყველნი, ქვებით რომ იქოლებოდნენ, არ დუმდნენ, მით უფრო გვმართებს ჩვენ მტრობის ატანა და არა ის, რომ თქვენი გულის მოსაგებად ვილაპარაკოთ, რათა არ მოხდეს, რომ თქვენ მოგატყუოთ და თვითონვე გავიპოთ ორად.

იქ ტანჯვა უკვდავია და უნუგეშო; დამცველი არავინ იქნება. ამბობს: „ვინ შეიწყალებს გველისაგან დაკბენილ შემლოცველს?“ ()...

სრულად ნახვა