თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა გუასწაოს, ვითარმედ უცნაურად და მოულოდებელად მეყსა შინა მოვალს, და უმრავლესნი შუებასა შინა იპოვნენ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „დღჱ იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწიოს. რაჟამს თქუან: მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა სრვაჲ, ვითარცა სალმობაჲ იგი შობადისაჲ მიდგომილსა, და ვერ განერნენ“.
ვითარ უკუე იტყჳს უფალი, ვითარმედ: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? რამეთუ უკუეთუ შუებაჲ არს მაშინ და „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარ იტყჳს უფალი, თუ: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? უკუეთუ შუებაჲ ყოფად არს, ვითარ იყოს ჭირი? გულისჴმა-ყავთ ესე სიტყუაჲ.
შუებაჲ აქუნდეს უგუნურთა და ულმობელთა. ამისთჳსცა არა თქუა მოციქულმან, თუ: მშჳდობაჲ იყოს, არამედ: „რაჟამს თქუანო, თუ: მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“. მათსა მას უგუნურებასა გამოაჩინებს. ვითარცა-იგი ნოვეს ზე უგულისხმონი იგი იშუებდეს, ხოლო მართალნი მწუხარებასა შინა იყვნეს, ეგრეთვე უფალი გუასწავებს და მოციქული წამებს, ვითარმედ დღეთა მათ, ოდეს...