მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 25:31

30. და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.31. ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა;32. და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან,
სახარებაჲ მათესი თავი 25
31. ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა;
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან“ (25,31-32).:

სიტყუათაჲ ამათ შუენიერთა და შესაძრწუნებელთაჲ, რომელნი მარადის გონებათა შინა ჩუენთა არიან, ვისმინოთ აწ შიშით და ლმობიერებით, რომელნი-ესე აღსასრულად ყვნა სწავლისა მის თჳსისა უფალმან და სამარ-თლად ესრეთ განაწესა, რამეთუ დიდად პატიოსან არს მისდა მოწყალებაჲ და ძმათმოყუარებაჲ, და ყოველსავე სახარებასა შინა მრავალგზის აჴსენა იგი. ხოლო უმეტესადღა აწ, და ცხადად, და არა ორი პირი ანუ ხუთი მოიღო იგავად, არამედ ყოველივე სოფელი; დაღაცათუ ზემოცა იგავთა მათ მიერ არა ორსა პირსა ანუ ხუთსა მოასწავებდა, არამედ ორსა კერძსა: კე-თილსა და ხენეშსა.

ხოლო აწ შესაძრწუნებელად შესთხზნის სიტყუასა ამას თჳსსა. ამის-თჳსცა არა თქუა, თუ: „ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ“, არამედ განცხადებულად გჳჩუენებს თავსა თჳსსა და იტყჳს: „რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა“. რამეთუ აწ გლახაკებით მოვიდა, შეურაცხებით და ყუედრებით, ხოლო მაშინ არა ეგრეთ, არამედ მოვიდეს „დიდებითა დიდითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა მისისათა“.

ზედაჲსზედა აჴსენებს დიდებასა, რამეთუ ახლოს იყო ჯუარ-ცუმაჲ, საქმჱ შეურაცხად და საყუედრელად შერაცხილი. ამისთჳს...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
25:31-33 — ცხვართა და თხათა გამორჩევა:

31-33. ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი - მარცხენით. - რადგანაც პირველ მოსვლას უფლისა თან უპატიობა და შეურაცხყოფა ახლდა, მეორედ მოსვლის შესახებ ამბობს: რაჟამს მოვიდეს დიდებითა თჳსითა, რამდენადაც მეორედ იგი დიდებითა და მსახურ ანგელოზთა თანხლებით მოვა. უწინარესად უფალი წმინდანებს ცოდვილებისაგან გამოყოფს; მათ ჯერ მღელვარებისაგან იხსნის, დაიყენებს რა მარჯვნივ, და შემდეგ საუბარს დაუწყებს. წმინდანებს ცხბრებს უწოდებს მათი უწყინარობისა და კიდევ იმის გამო, რომ ნაყოფს იძლევიან და ვითარცა ცხოვარნი, ჩვენთვის სასარგებლონი არიან, გვაძლევენ რა მატყლს - ღმრთეებრივსა და სულიერ საფარველს და, აგრეთვე, რძესაც, ანუ სულიერ საზრდელს; ხოლო ცოდვილებს თხებს უწოდებს, რადგანაც ისინი უფსკრულის პირას დადიან, უწესონი და უნაყოფონი, ვითარცა თხები.

სიტყვა ხორციელის კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).

იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო ღვთისათვის სათნოება ყოფილა მოწყალება, ანუ მრავალფერი შემწეობა მრავალ-ფერად გაჭირვებულთა და ნაკლულევანთა მოსყვასთა. დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, რომელ ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვალს მეორედ ქვეყანასა ზედა დიდებითა და ძალითა მამისა მისისათა, ანგელოზთა მისთა თანა, და დაჯდება საყდარსა ზედა დიდებისასა, და შეიკრიბებიან მის წინაშე ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი, მაშინ იგი განარჩევს მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა რა მწყემსმან განარჩიოს ცხოვარი თიკანთაგან, და დაადგინებს პირველთა მარჯვენით თვისსა და უკანასკნელთა მარცხენით თვისსა. მაშინ...

სრულად ნახვა
მოძღვრება კვირიაკესა ხორციელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რა ჟამს მოვიდეს ძე კაცისა დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოსნი მისნი მასთანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა (მათე 25, 31)

წმინდამან ეკლესიამან დააწესა აწინდელსა კვირიაკესა ზედა წაკითხვა სახარებისა მის, რომლისა შინა მაცხოვარი ცხოველად აღწერს მეორესა მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა. ფრიად საჭირო და სასარგებლო არს, ძმანო ჩემნო, ხშირად და ცხადად წარმოვიდგენდეთ საშინელსა ამას დღესა. შევკრიბოთ საღმრთოისა წერილისაგან ყოველი, რაიცა სულმან წმიდამან წინადვე გვამცნო ჩვენ ამ საგანზე.

პირველად, როდის იქნება სოფლის აღსასრული და ქრისტეს მეორედ მოსვლა? რას გვიცხადებს ამაზედ საღმრთო წერილი? თუმცა ცნობის მოყვარესა კაცის გულსა და გონებასა ყოველთვის სურს შეიტყოს დრო იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა, გარნა სულმან წმიდამან განგებ არ ინება განსაზღვრება ამისა. მოციქულთა ერთხელ კითხეს მაცხოვარსა: გვითხარ ჩვენ ოდეს იყოს ესე, და რაი არს სასწაული შენისა მის მოსვლისა, და აღსასრული ამის სოფლისა? გარნა მაცხოვარმან უპასუხა მათ: დღისა მისთვის და ჟამისა არვინ იცის, არცა ანგელოსთა, გარნა მამამან ჩვენმან მხოლომან (მათე კდ. კვ.). რისთვის დაფარა...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა ხორციელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რამეთუ არა ესრეთ მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხოვნდეს სოფელი მის მიერ“ (3,17).:

...„არა მოვედ, რაჲთა დავსაჯო სოფელი, არამედ რაჲთა ვაცხოვნო”, ; ხოლო მეორისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისაჲთა და დაიდგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი მარცხენით“. და უკუეთუმცა არა ფრიადითა სახიერებითა თჳსითა შეგჳნდობდა, პირველიმცა მოსლვაჲ მისი საშჯელიმცა კაცთაჲ ყოფილ იყო, რამეთუ პირველ მოსლვისა მისისაცა შჯული იყო ბუნებით, და კუალად შჯული და წერილი და სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი და საქმენი სასწაულთანი და სატანჯველთათჳს საუკუნეთა სიტყუანი და სხუაჲ ესევითარი მრავალი; და ღირს იყო, რაჲთამცა მის ყოვლისათჳს სიტყუაჲ იძია, არამედ მან კაცთმოყუარებისა თჳსისათჳს პირველი ყოველი შეგჳნდო, თუ არა, ყოველნიმცა წარწყმედულ ვიყვენით, რამეთუ ყოველ-თავე ვცოდეთ და დაკლებულ ვიყვენით დიდებასა ღმრთისასა, არამედ განვმართლდით უსასყიდლოდ მადლითა მისითა. იხილეა მიუწდომელობაჲ იგი სახიერებისა მისისაჲ?

უკუეთუ კულა ვინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ არა ამისთჳს მოვიდა, რაჲთა დასაჯოს სოფელი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს“ (3,18)? უკუეთუ არა არს ჟამი საშჯელისაჲ, ვითარ დაშჯილ არს? არამედ გულისხმა-...

სრულად ნახვა