მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 25:32

31. ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა;32. და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან,33. და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით.
სახარებაჲ მათესი თავი 25
32. და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან“ (25,31-32).:

სიტყუათაჲ ამათ შუენიერთა და შესაძრწუნებელთაჲ, რომელნი მარადის გონებათა შინა ჩუენთა არიან, ვისმინოთ აწ შიშით და ლმობიერებით, რომელნი-ესე აღსასრულად ყვნა სწავლისა მის თჳსისა უფალმან და სამარ-თლად ესრეთ განაწესა, რამეთუ დიდად პატიოსან არს მისდა მოწყალებაჲ და ძმათმოყუარებაჲ, და ყოველსავე სახარებასა შინა მრავალგზის აჴსენა იგი. ხოლო უმეტესადღა აწ, და ცხადად, და არა ორი პირი ანუ ხუთი მოიღო იგავად, არამედ ყოველივე სოფელი; დაღაცათუ ზემოცა იგავთა მათ მიერ არა ორსა პირსა ანუ ხუთსა მოასწავებდა, არამედ ორსა კერძსა: კე-თილსა და ხენეშსა.

ხოლო აწ შესაძრწუნებელად შესთხზნის სიტყუასა ამას თჳსსა. ამის-თჳსცა არა თქუა, თუ: „ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ“, არამედ განცხადებულად გჳჩუენებს თავსა თჳსსა და იტყჳს: „რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა“. რამეთუ აწ გლახაკებით მოვიდა, შეურაცხებით და ყუედრებით, ხოლო მაშინ არა ეგრეთ, არამედ მოვიდეს „დიდებითა დიდითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა მისისათა“.

ზედაჲსზედა აჴსენებს დიდებასა, რამეთუ ახლოს იყო ჯუარ-ცუმაჲ, საქმჱ შეურაცხად და საყუედრელად შერაცხილი. ამისთჳს...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
25:31-33 — ცხვართა და თხათა გამორჩევა:

31-33. ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი - მარცხენით. - რადგანაც პირველ მოსვლას უფლისა თან უპატიობა და შეურაცხყოფა ახლდა, მეორედ მოსვლის შესახებ ამბობს: რაჟამს მოვიდეს დიდებითა თჳსითა, რამდენადაც მეორედ იგი დიდებითა და მსახურ ანგელოზთა თანხლებით მოვა. უწინარესად უფალი წმინდანებს ცოდვილებისაგან გამოყოფს; მათ ჯერ მღელვარებისაგან იხსნის, დაიყენებს რა მარჯვნივ, და შემდეგ საუბარს დაუწყებს. წმინდანებს ცხბრებს უწოდებს მათი უწყინარობისა და კიდევ იმის გამო, რომ ნაყოფს იძლევიან და ვითარცა ცხოვარნი, ჩვენთვის სასარგებლონი არიან, გვაძლევენ რა მატყლს - ღმრთეებრივსა და სულიერ საფარველს და, აგრეთვე, რძესაც, ანუ სულიერ საზრდელს; ხოლო ცოდვილებს თხებს უწოდებს, რადგანაც ისინი უფსკრულის პირას დადიან, უწესონი და უნაყოფონი, ვითარცა თხები.

სიტყვა ხორციელის კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).

იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო ღვთისათვის სათნოება ყოფილა მოწყალება, ანუ მრავალფერი შემწეობა მრავალ-ფერად გაჭირვებულთა და ნაკლულევანთა მოსყვასთა. დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, რომელ ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვალს მეორედ ქვეყანასა ზედა დიდებითა და ძალითა მამისა მისისათა, ანგელოზთა მისთა თანა, და დაჯდება საყდარსა ზედა დიდებისასა, და შეიკრიბებიან მის წინაშე ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი, მაშინ იგი განარჩევს მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა რა მწყემსმან განარჩიოს ცხოვარი თიკანთაგან, და დაადგინებს პირველთა მარჯვენით თვისსა და უკანასკნელთა მარცხენით თვისსა. მაშინ...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა ხორციელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის. და ოდეს აღივსის, გამოიღიან იგი ზღჳსკიდესა და დასხდიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან. ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (13,47-50).:

...ა წარწყმდებიან, რომელნიცა ფრიად საწყალობელ არიან, რამეთუ მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მიემთხჳნეს და ეგრეთცა ვერვე ცხონდეს, რამეთუ საქმენი ცოდვისანი ვერ მოიძულნეს. ხოლო ვი-თარ რომელ ოდესმე თავსა თჳსსა იტყჳს მწყემსი იგი სახიერი განმრჩეველად კეთილთა ბოროტთაგან, „ვითარცა განარჩინის მწყემსმან ცხოარნი თიკანთაგან“, და აწ აქა ანგელოზთა მოასწავებს? ესე ამისთჳს, რამეთუ ოდესმე კაცობრივრე ჰყოფს სიტყუასა თჳსსა მსმენელთა მათ უძლურებისათჳს და ოდესმე უმაღლეს და გულისჴმისსაყოფელად, რამეთუ ყოველივე განგებულებითა წამის-ყოფისა მისისაჲთა იქმნების. ხოლო აქა მსმენელთა მათთჳს ანგელოზნიცა აჴსენნა, რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს მეუფე ანგელოზთა და კაცთაჲ. ხოლო რაჲთა არავის ესმას, თუ ჯერკუალი გარე განითხევის, და ჰგონებდეს, ვითარმედ უჭირველ არს განთხევაჲ იგი, ამის-თჳს განჰმარტა სიტყუაჲ ესე და სატანჯველი იგი გამოაჩინა საშინელი, ვი-თარმედ: „შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“. იხილეა, რავდენნი გზანი არიან წარწყმედისანი? კლდე იგი და ეკალნი, და გზაჲ და ღუარძლი, და ბადესა შინა პოვნილი ჯერკუალი. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ფართო არს გზაჲ იგი წარწყმედად მიმყვანებელი, და მრავალნი ვლენან მას შინა“.

სრულად ნახვა