თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა რაოდენთა კეთილთა ღირს არს სახელი ესე, რომელ კურთხეულ უწოდა მათ, და კურთხეულ მამისა მიერ. და ვინაჲ ღირს იქმნეს ამას პატივსა? რაჲ იყო მიზეზი ესოდენისა ამის დიდებისაჲ? „მშიოდა, და მეცით მე ჭამადიო“, და შემდგომი ამისი. დიდი პატივი და დიდი ნეტარებაჲ მოიყიდეს ადვილითა და სუბუქითა ფასითა; ნეტარ არიან იგინი და სამგზის სანატრელ. და ისმინეთ ნეტარებაჲ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა“. არა თქუა, თუ: მიიღეთ, არამედ „დაიმკჳდრეთო“, ვითარცა თჳსი, ვითარცა მამული, ვითარცა პირველითგან თანანადები მოცემად თქუენდა; რამეთუ ვიდრეღა არა დაბადებულ იყვენით, არცა შობილ, მაშინვე განმზადებულ იყო ესე თქუენთჳს, რამეთუ გიცოდენ თქუენ, რამე-თუ ესევითარნი ყოფად ხართ. ეჰა საკჳრველი, რომლისა საქმისა ნაცვალად რასაღა მიიღებენ! პურისა წილ და სართულისა და წყლისა, სამოსლისა წილ უნდოჲსა, მისლვისა წილ და ხილვისა. რამეთუ არარას მეტსა და ნამეტნავსა ეძიებს, არამედ ყოველსავე ზედა საჴმარსა ხოლო. და მრავალგზის არცა თუ საჴმარსა, რამეთუ სნეულსა უჴმს განკურნებაჲ, და პყრობილსა -...
სახარებაჲ მათესი 25:39
34-40. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. - ვიდრე გაასამართლებდეს, უფალი არც პატივს მიაგებს ვინმეს და არც სჯის, რადგანაც კაცთმოყვარეა და ამით ჩვენც გვასწავლის, რომ ვიდრე არ გამოვიძიებთ, არ განვსაჯოთ. ამგვარად, სამსჯავროს შემდეგ, დასჯილებს თავის გამართლების საშუალება აღარ ექნებათ. კურთხეულს იგი წმინდანებს უწოდებს, რადგანაც მამისაგან არიან შეწყნარებულნი. უფალი მათ...
და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).
იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო ღვთისათვის სათნოება ყოფილა მოწყალება, ანუ მრავალფერი შემწეობა მრავალ-ფერად გაჭირვებულთა და ნაკლულევანთა მოსყვასთა. დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, რომელ ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვალს მეორედ ქვეყანასა ზედა დიდებითა და ძალითა მამისა მისისათა, ანგელოზთა მისთა თანა, და დაჯდება საყდარსა ზედა დიდებისასა, და შეიკრიბებიან მის წინაშე ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი, მაშინ იგი განარჩევს მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა რა მწყემსმან განარჩიოს ცხოვარი თიკანთაგან, და დაადგინებს პირველთა მარჯვენით თვისსა და უკანასკნელთა მარცხენით თვისსა. მაშინ...
არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის