თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა რაოდენთა კეთილთა ღირს არს სახელი ესე, რომელ კურთხეულ უწოდა მათ, და კურთხეულ მამისა მიერ. და ვინაჲ ღირს იქმნეს ამას პატივსა? რაჲ იყო მიზეზი ესოდენისა ამის დიდებისაჲ? „მშიოდა, და მეცით მე ჭამადიო“, და შემდგომი ამისი. დიდი პატივი და დიდი ნეტარებაჲ მოიყიდეს ადვილითა და სუბუქითა ფასითა; ნეტარ არიან იგინი და სამგზის სანატრელ. და ისმინეთ ნეტარებაჲ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა“. არა თქუა, თუ: მიიღეთ, არამედ „დაიმკჳდრეთო“, ვითარცა თჳსი, ვითარცა მამული, ვითარცა პირველითგან თანანადები მოცემად თქუენდა; რამეთუ ვიდრეღა არა დაბადებულ იყვენით, არცა შობილ, მაშინვე განმზადებულ იყო ესე თქუენთჳს, რამეთუ გიცოდენ თქუენ, რამე-თუ ესევითარნი ყოფად ხართ. ეჰა საკჳრველი, რომლისა საქმისა ნაცვალად რასაღა მიიღებენ! პურისა წილ და სართულისა და წყლისა, სამოსლისა წილ უნდოჲსა, მისლვისა წილ და ხილვისა. რამეთუ არარას მეტსა და ნამეტნავსა ეძიებს, არამედ ყოველსავე ზედა საჴმარსა ხოლო. და მრავალგზის არცა თუ საჴმარსა, რამეთუ სნეულსა უჴმს განკურნებაჲ, და პყრობილსა -...
სახარებაჲ მათესი 25:40
34-40. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. - ვიდრე გაასამართლებდეს, უფალი არც პატივს მიაგებს ვინმეს და არც სჯის, რადგანაც კაცთმოყვარეა და ამით ჩვენც გვასწავლის, რომ ვიდრე არ გამოვიძიებთ, არ განვსაჯოთ. ამგვარად, სამსჯავროს შემდეგ, დასჯილებს თავის გამართლების საშუალება აღარ ექნებათ. კურთხეულს იგი წმინდანებს უწოდებს, რადგანაც მამისაგან არიან შეწყნარებულნი. უფალი მათ...
და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).
იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო ღვთისათვის სათნოება ყოფილა მოწყალება, ანუ მრავალფერი შემწეობა მრავალ-ფერად გაჭირვებულთა და ნაკლულევანთა მოსყვასთა. დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, რომელ ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვალს მეორედ ქვეყანასა ზედა დიდებითა და ძალითა მამისა მისისათა, ანგელოზთა მისთა თანა, და დაჯდება საყდარსა ზედა დიდებისასა, და შეიკრიბებიან მის წინაშე ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი, მაშინ იგი განარჩევს მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა რა მწყემსმან განარჩიოს ცხოვარი თიკანთაგან, და დაადგინებს პირველთა მარჯვენით თვისსა და უკანასკნელთა მარცხენით თვისსა. მაშინ...
არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე...
...ისა. ღვთისადმი სიყვარულს თავისთავად ერთვის მოყვასისადმი სიყვარულიც, რადგან ვინც ღმერთს უყვარს, ის თავის ძმას არ უგულებელყოფს, ის სიმდიდრეს თავის თანამოძმეზე არ ამჯობინებს, არამედ ყოველგვარ სიკეთეს გაუწევს მას, იმის მოხსენიებით, ვინც თქვა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (). ვინც ფიქრობს, რომ მოყვასისთვის გაწეულ სამსახურს ყოველთა უფალი თავისთავს მიაწერს, ის ყველაფერს დიდი მოშურნეობით იქმს, წყალობაში მთელ თავის გულუხვობას გამოავლენს, არა მის წინაშე წარმდგარი ადამიანის სიღარიბეს შეხედავს, არამედ იმის სიდიადეს, ვინც ღარიბთათვის გაწეული საქმე თავისთავისთვის გაწეულად აღგვითქვა. ნუ უგულებელვყოფთ, გევედრებით, ჩვენი სულის ამ სარგებელს, ჩვენი წყლულებების ამ წამალს. ეს წამალი მეტად ხელსაყრელი იქნება ჩვენთვის: ის ისე დაფარავს ჩვენი სულის ჭრილობებს, რომ არავითარი კვალი, არავითარი ნიშანი არ დარჩება. სხეულის ჭრილობების მიმართ ეს შეუძლებელია, რადგან ათასი წამალიც რომ დაადოს ვინმემ ექიმთა მიერ შედგენილი, აუცილებლად დარჩება ნაიარევი სხეულზე; ეს ისე უნდა იყოს, რადგან იქ სხეული იკურნება. მაგრამ აქ, სულის კურნებისას, ვინც საკუთარ კეთილ განწყობას გამოავლენს, ის დიდ ცვლილებას ნახავს ცხოვრებაში უკეთესისკენ: ყველა ჭრილო...
...ყვარეობით გამოკითხვა და გამოძიება მათზე, ვისთვისაც ჩვენს სამსახურს ვაპირებთ. შენ, ამბობს, შენი საქმე აკეთე, თუნდაც სტუმარი ღარიბი იყოს, თუნდაც გარეგნობით არარა ადამიანი ჩანდეს, რადგან მათთვის გაკეთებულს მე ჩემთვის მივიწერ. ამიტომ ამატებს: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (). მაშ, ნუ უგულებელვყოფთ ასეთ დიდ სარგებელს, რომელიც სტუმართმოყვარეობიდან მომდინარეობს, არამედ ვეცადოთ ყოველდღიურად ამ კეთილი ვაჭრობის წარმოებას; ვიცოდეთ, რომ ჩვენი უფალი ჩვენგან მოშურნეობის სიუხვეს მოითხოვს, და არა კერძების სიმრავლეს, არა მდიდრულ ტაბლას, არამედ გულითად გულს, მსახურებას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გულწრფელი განზრახვიდან მომდინარე სიყვარულს. ამიტომ ბრძენმაც თქვა: „უმჯობეს არს სიტყუაჲ მოცემისაგან" (). მართლაც, ხშირად გულითადი სიტყვა ნუგეშს უფრო მეტად სცემს გაჭირვებულს, ვიდრე მიცემა. მაშ, ეს რომ ვიცით, ნურასოდეს ვიქნებით მრისხანენი ჩვენთან მომსვლელთა მიმართ; თუ შეგვიძლია მათ გაჭირვებას დავეხმაროთ, ვქმნათ ეს სიხარულითა და გულითადობით, ისე, თითქოს ჩვენ თავად მათგან მეტს ვიღებთ, ვიდრე ვაძლევთ. ხოლო თუ არ ძალგვიძს დახმარება, ნუ მაინც უხეშად მოვექცევით, თუნდაც სიტყვით მოვ...
...და ბუნებასაცა ჩუენსა უმეცარ ვართ? გულისხმა-ვყოთ დღჱ იგი, რაჟამს წარვდგეთ წინაშე ქრისტესა, რაჟამს ვეძიებდეთ წყალობასა, და შორის შემოიყვანნეს ქრისტემან იგინი, რომელნი ჩუენ უგულებელს-ვყვენით და არა ვყავთ წყალობაჲ მათ ზედა, და გურქუას ჩუენ, ვითარმედ: „რაჲიგი არა უყავთ ერთსა ძმათა ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ“, რამეთუ მა-შინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყუასა, არამედ მათ წილ ღმერთი გუეტყოდის, ვითარცა-იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არამედ მის წილ - აბრაჰამ. ეგრეთვე იყოს გლახაკთა მათ ზედა, რომელთა ჩუენ შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ მაშინ ჩუენ ვიყვნეთ საწყალობელ და გლახაკ. და რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგოთ მას, რომელმან-იგი ჩუენ ცად აღმიყვანნა, ხოლო ჩუენ პურსაცა არა მივსცემთ მას, რომელი-იგი პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა მისსა მოგუცემს, ხოლო ჩუენ არცა სასუმელსა ერთსა მიუპყრობთ მას?
არა ვხედავთა, ღმერთმან ყოველივე ზიარად მოგუცა, და უკუეთუმცა ვიეთნიმე გლახაკ არიან საფასითა, ესეცა მდიდართათჳს არს, რაჲთა მოწყალებითა მათითა აღიძარცუნენ ცოდვანი? ხოლო შენ, რომელი-ეგე ამას არარასა ზედა ესრეთ უსახურ ხარ, საცნაურ არს, ვითარმედ უკუე-თუმცა უმეტესი რაჲმე ჴელმწიფებაჲ გაქუნდა, ბევრეულნიმცა კლვანი ჰქმნენ დ...
...რამეთუ კუალად მასვე ვიტყჳ, რაჲ-იგი მრავალგზის მითქუამს. ვიცი, იტყჳს კაცად-კაცადი ჩუენ შორის, ვითარმედ: უკუეთუმცა ვიხილე უფალი, ვითარმცა არა მივეც ყოველი მონაგები ჩემი? და არა იცითა, ვითარმედ აწცა მას თავადსა ვხედავთ? რამეთუ მან თქუა, ვითარმედ: „მე ვარ“, და „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე მიყავთო“. აწ უკუე რად არა მისცემთ მონაგებთა თქუენთა? უკუეთუ შეიწყალო გლახაკი, კაცო, და კეთილი უყო, არარაჲთა უდარეს ხარ მენელსაცხებლეთა მათ, რომელნი ჰმსახურებდეს უფალსა, არამედ მოიღო სასყიდელი სწორად მათა. რამეთუ უფალსამცა თუ ჰხედევდი პირისპირ, რომელმანმცა სულმან არა აჩუენა მონებაჲ ჯეროანი? ხოლო აწ უკუეთუ სიტყჳსა და მცნებისა მისისათჳს გლახაკსა კეთილი უყო, უმეტესადღა მოიმადლებ უფალსა, და თჳსად შეჰრაცხავს ქველისსაქმესა მას. უკუეთუმცა არა თჳსად შეჰრაცხვიდა, არამცა ღირსყვნა მოწყალენი სასუფეველსა, და უწყალონი არამცა მისცნა გეჰენიასა. არამედ საცნაურ არს, ვითარმედ თჳსად შეურაცხია, რავდენიცა უყოთ გლახაკთა.
ამისთჳს, კაცო, იხილო რაჲ გლახაკი, მოიჴსენენ სიტყუანი უფლისანი, რომელ თქუა, ვითარმედ: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი“, და შემდგომი ამისი, და მოსწრაფებით ქმენ ქველისსაქმე. უკუეთუ არა გრწამს აწ, მაშ...
...ასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს ჴორცსა და სისხლსა უფლისასა“. და რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, არა უყუარს უფალი; და რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკსა, უფალსა შეურაცხ-ჰყოფს, რამე-თუ თავადი იტყჳს: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე მიყავთ“. და რომელი მოიღებდეს ქრთამსა უბრალოჲსა დასჯად, მოყუასი არს იუდაჲსი, რამეთუ ესეცა განჰყიდის სიმართლესა, ვითარცა მან განყიდა ქრისტე.
და რომელმან არა შეიწყალოს ობოლი და ქურივი, უწყალოებასა მას თჳსად შეჰრაცხავს უფალი. და ესეცა იცოდეთ: რომელი ისიძვიდეს, სულსა თჳსსა წარიწყმედს, რამეთუ განხრწნის ტაძარსა ღმრთისასა, ვითარცა მოციქული იტყჳს. და რომელი დამონებულ იყოს ბოროტ-თა გულისთქუმათა და აღასრულებდეს მათ, და სუფევდეს ცოდვაჲ მის ზედა, იგიცა მათ ჰბაძავს, რომელთა კეისარი აღიარეს მეუფედ და არა ქრისტჱ.
რაჲ-მე უკუე ჯერ-არს ქმნად? არარაჲ სხუაჲ, გარნა ესე: უფლისა მიმართ გურწმენდინ და მართლმორწმუნეობით ვადიდებდეთ წმიდასა და განუყოფელსა სამებასა; და ჯუარსა ქრისტესსა თაყუანის-ვსცემდეთ და წმიდასა ხატსა მისსა; და ღირსად მცნებათა მისთა და წმიდისა მის სახარებისა მისისა ვმოქალაქობდეთ, გან...
...ათჳს, არამედ სხუასა ადგილსა ყოველთავე უნდოთა და დავრდომილთა შეწყნარებასა გჳბრძანებს და იტყჳს: „რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირე-თაგანსა, მე არა მიყავთ“. და კუალად მართალთა იგივე ჰრქუა: „რავდენსა ზედა ჰყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. რასა ეძიებ უკუე, კაცო, წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა? რავდენიცა უყო გლახაკსა, ქრისტე თჳსად მიიჩემებს; შენ სხუათა მართალთა რასა ეძიებ?
გლახაკი იგი, რომელი მოგიჴდეს და გევედრებოდის, კაცი არს მსგავსი შენი, შენ თანავე დამკჳდრებული სოფელსა ამას; მისვე მეუფისა მონაჲ, რომლისაჲ შენ ხარ; მათვე საიდუმლოთა ზიარებულ არს, რომელთა შენ ეზიარე; მასვე სასუფეველსა წოდებულ არს, სადა შენ; აქუს დიდი სამარ-თალი შეწყნარებისაჲ - იწროებაჲ მისი და სიგლახაკე; სხუასა უმეტესსა რასა ეძიებ? ჵ საკჳრველი! მსახიობელნი და მემღერენი და მოკიცხარნი თუ მოგიჴდენ, მრავლითა ნიჭითა განავლინებ, ხოლო გლახაკი თუ მოვიდეს თხოად პურისა, ბევრეულსა ბრალობასა დასდებ უქმებისასა და მრავლითა შეურაცხებითა განუტეობ და არა იგონებ თავით თჳსით, ვითარმედ შენცა უქმობასა შინა გარდაიჴდი დღეთა, და ღმერთი არა მიგიღებს ნიჭთა მისთა. რამეთუ მითხარღა, თუ რომელსა კეთილისა საქმესა შინა აღასრულებ...