მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:37

36. მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსიმანია, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო.37. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად.38. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა.
სახარებაჲ მათესი თავი 26
37. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე : „მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა დაბასა, რომელსა ჰქჳან გეთსამანიაჲ, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე“ (26,36-38).:

დიდი სიყუარული აქუნდა სანატრელთა მათ მოწაფეთა ქრისტეს მიმართ და მარადის განუშორებელ იყვნეს მისგან და ყოვლადვე არა მოსწყდებოდეს, უფროჲსად მაშინ, ოდეს-იგი ესმოდა, ვითარმედ ეგულების მისლვაჲ ვნებად. ამისთჳს ეტყჳს: „დასხედით მანდა“, რამეთუ ჩუეულებაჲ აქუნდა მარტოებით ლოცვად. ხოლო ამისთჳს ესრეთ იქმოდა, რაჲთა ჩუენ გუასწაოს ჟამსა ლოცვისასა მყუდროებისა პოვნად და ფრიადისა უშფოთველობისა.

და წარიყვანნა სამნი იგი ნეტარნი და ჰრქუა მათ: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე“. რაჲსათჳს არა ყოველნი წარიყვანნა, არამედ იგი ხოლო სამნი? რამეთუ ეგულებოდა ამისცა კაცობრივისა ბუნებისა ჩუენებად, რომელ არს მწუხარებაჲ და ურვაჲ ჟამსა სიკუდილისასა. ამისთჳს ესენი წარიყვანნა, რომელთა ეხილვა თაბორს მისი იგი დიდებაჲ, რაოდენ შემძლებელ იყვნეს ხილვად, რაჲთა არა შეორგულდენ. ხოლო ეგულებოდა რაჲ ლოცვად, იგინიცა კიდე დაუტევნა.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:37-44 — ლოცვა გეთსიმანიაში:

37-39. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა. და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ. - ყველა მოწაფე კი არ წაიყვანა, არამედ სამნი, ისინი, რომელთაც თაბორის მთაზე თავისი დიდება აჩვენა, რადგან იხილავდნენ რა მას შეშფოთებულსა და მლოცველს, არ ცდუნებულიყვნენ; თუმცა ესენიც დატოვა და განშორდა, მარტოს რომ ელოცა. იგი კეთილი განგებულებით ღელავს და წუხს, რათა ირწმუნონ, რომ ჭეშმარიტად კაციც იყო, რადგანაც შიში სიკვდილისა კაცობრივ ბუნებას ახასიათებს. რამდენადაც სიკვდილი კაცთა მოდგმაში ბუნებით არ შემოსულა, ამიტომ კაცობრივი ბუნება გაურბის მას. ამასთან, იმისთვისაც მწუხარებს, რომ ეშმაკს დაემალოს, და რომ ეშმაკი მას, ვითარცა უბრალო (ჩვეულებრივ) კაცს, თავს ისე დაესხას, მოაკვდინოს და ამგვარად თვითონაც შეიმუსროს. მეორე მხრივ, უფალი სიკვდილზე თვითონ რომ წასულიყო, ამით იუდეველებს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:

...და პეტრეს თანა აღვიდა მხოლოჲ იაკობითურთ თაბორს, ; ; და კუალად სხუასა ადგილსა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“, უკუეთუმცა სხუაჲ არარაჲ ეთქუა, ფრიადსა საძიებელსა მოგუცემდა, რაჲთა ვეძიებდეთ მიზეზსა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიყრდნობილ იყო წიაღთა იესუჲსთა“. ანუ სიტყჳსა ამის მიერ მცირედსა საქმესა გულისხმა-ჰყოფა, რაჟ...

სრულად ნახვა