თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად გამოაჩინებს, ვითარმედ ყოვლით კერძო თანაეწამების ნებასა ღმრთისასა, რაჲთა გუასწაოს, ვითარმედ ყოველსავე ზედა ნებისა მისისა ჯერ-არს მიყოლად და ამისი ძიებაჲ, თუ რომელი არს სათნო ღმრთისა.
სახარებაჲ მათესი 26:42
41. იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ.42. კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა და თქუა: მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა-წარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსჳ იგი, იყავნ ნებაჲ შენი.43. და მოვიდა და კუალად პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ.
სახარებაჲ მათესი თავი 26