თ ა რ გ მ ა ნ ი: ჟამიცა ღამისაჲ ფრიად წარსრულ იყო, და მწუხარებითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს მოწაფენი და ურვითა, ამისთჳს დამ-ძიმებულ იყვნეს თუალნი მათნი ძილითა, რეცა მითვლემულ იყვნეს და დაჴსნილ.
43. და მოვიდა და კუალად პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ.44. და დაუტევნა იგინი და კუალად წარვიდა მესამედ და ილოცვიდა და მასვე სიტყუასა იტყოდა.45. მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა.
სახარებაჲ მათესი თავი 26