მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:6

5. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის.6. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა,7. მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა.
სახარებაჲ მათესი თავი 26
6. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონის კეთროვნისასა, მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი მრავლისა სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით-მჯდომარესა“ (26,6-7).:

ესე დედაკაცი საგონებელ არს, თუ ერთი არს ყოველთავე მახარებელ-თა მიერ თქუმული. გარნა არა ეგრეთ არს. ნუ იყოფინ! არამედ სამნი მახარებელნი ერთისა ამის დედაკაცისათჳს იტყჳან, ხოლო იოვანე არა ამას აჴსენებს, არამედ სხუასა საკჳრველსა დედაკაცსა, დასა მას ლაზარესსა. რაჲსათჳს აჴსენა აწ მახარებელმან სიმონ კეთროვანი? რაჲთა გამოაჩინოს, თუ ვინაჲ კადნიერ იქმნა დედაკაცი იგი მოსლვად, რამეთუ კეთრი ძუელსა შჯულსა შინა არაწმიდად და საძაგელად შერაცხილ იყო. იხილა უკუე დედაკაცმან მან, ვითარ განკურნა იგი უფალმან, რამეთუ არა თუმცა განეკურნა, არამცა შესრულ იყო მისა. ესე რაჲ იხილა დედაკაცმან, გულსავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან კეთრი იგი მყის განწმიდა, ძალ-უც მას სულისაცა მისისა არაწმიდებათა განწმედად ადვილად. ამისთჳს იკადრა მოსლვად და შევრდომად. ხოლო სახელი ქალაქისა მისცა, ბეთანიაჲსაჲ, ჯეროვნად აჴსენა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ნეფსით მოვიდოდა ვნებად. ამისთჳსცა რომელი-იგი პირველ ივლტოდა, ოდეს არა იყო ჟამი ვნებისაჲ, აწ, ოდეს უმეტესად აღეტყინა ჰურიათა შური, მახლობელად მოვიდა იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევან. ამით ცანთ, რამეთუ პირველიცა იგი წარსლვაჲ არა სივლტოლაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:6-13 — მირონის ცხება ბეთანიაში:

6-7. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა. - ზოგიერთები ამბობენ, რომ უფალს ზეთი სამმა ქალმა სცხო, რომელთაც ოთხივე მახარებელი იხსენიებს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ისინი ორნი იყვნენ; ერთი მათგანი, რომელიც იოვანესთანაა მოხსენიებული, მარიამია, დაჲ ლაზარესი, ხოლო მეორე, ვისაც მათე ახსენებს, ისაა, რომელიც ლუკასა და მარკოზთანაც გვხვდება. ზოგიერთის თქმით, ეს სიმონ კეთროვანი ლაზარეს მამაა, რომელმაც უფალს, ვინც იგი კეთრისაგან განწმინდა, უმასპინძლა. ფიქრობენ, აგრეთვე, რომ, როცა უფალმა მოწაფეებს უთხრა: წადით ამა და ამ კაცთან და "მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი", ისინი მასთან წარგზავნა. როგორც ამბობენ, მან მიიღო იგი და უფალმა პასექი მასთან აღასრულა. როცა ქალმა განწმენდილი კეთროვანი იხილა, დარწმუნდა, რომ შენდობას ისიც მიიღებდა და სულიერი კეთრისაგან განიწმინდებოდა. მტკიცედ დაიჯერა რა ეს, ძვირფასი მირონი იყიდა და უფალს თავზე დაუნანებლად დაასხა, რითაც პატივი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მიაგო. ასევე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანააც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო“ (19,7).:

...ეთ, ვითარმედ: „არა ჯერ-არს ჩუენდა მოკლვაჲ ვისიმე“, და აწ შჯულისა მიმართ მიივლტით? და იხილე შესმენაჲ იგი: „ძე ღმრთისა ყო თავი თჳსიო“. და ესე ბრალობაჲ არსა? რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ იყო და ძისა ღმრთისა საქმეთა იქმოდა და იტყოდა, ვითარმედ: „ძჱ ღმრთისაჲ ვარი“. ; ხოლო ამას ყოველსა რაჲ იტყოდეს, ქრისტე დუმნა აღსრულებად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვი-თარმედ: „იგი არა აღაღებს პირსა. სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო“. ; ხოლო პილატე შეშინდა, ესმა რაჲ, ვითარმედ: „ძე ღმრთისა ჰყოფს თავსა თჳსსა“, ნუუკუე ჭეშმარიტად იყოსო და ქმნას მან უჯეროებაჲ. ხოლო რომელთა-იგი ცნეს საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ ეგრეთ არს, და არა ეშინის, არამედ შემოიღეს სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „რომელი მეფედ ჰყოფს თავსა თჳსსა, იგი სიტყუას-უგებს კეისარსა“ (19,12), ამისთჳს კუალად ჰკითხა პილატე, ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, რამეთუ რომელსა-იგი ჰრქუა, ვითარმედ...

სრულად ნახვა