კუალადცა ცხოელსმყოფელთა მათ ქრისტეს ვნებათათჳს ვიტყოდით, რამეთუ კეთილ არს მარადის ჴსენებაჲ მათი და სარგებელ სულისა.
ესე არს სასწაული იგი, რომელი, ოდეს-იგი ჰურიანი ითხოვდეს, ჰრქუა უფალმან მიცემად და ეტყოდა: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. ; (16,4); ესე არს იგი სასწაული: ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ. და კუალად სხუასა ადგილსა მოასწავებდა ძალსა მას ჯუარისასა და იტყოდა: „ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“. ესე იგი არს, ოდეს ჯუარს-მაცუათ და ჰგონებდეთ, თუ მძლექმნულ ხართ, მაშინ უმეტესად სცნათ ძალი ჩემი. რამეთუ შემდგომად ჯუარ-ცუმისა ქალაქი მათი წარწყმდა, და იგინი აზნაურებისა და პატივისაგან განვარდეს, და წარწყმდა ყოველი საქმე ჰურიათაჲ.
ქადაგებაჲ ქრისტჱსი აღყუავნა და კიდეთა ქუეყანისათა განეფინა, და ძალსა მისსა ყოველი სოფელი, ზღუაჲ და ჴმელი, უდაბნოჲ და შენი მარადის...