თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იოსებ პირველ ფარულად იყო მოწაფე იესუჲსა, ხოლო აწ, შემდგომად სიკუდილისა მისისა, დიდი კადნიერებაჲ აჩუენა; რამე-თუ არა უჩინოთაგანი იყო, არამედ კაცი იყო წარჩინებული და შუენიერი მზრახვალი; და დადვა თავი თჳსი სიკუდილდ და მტერობაჲ ყოვლისა მის შესაკრებელისა მიმართ თავს-იდვა სიყუარულისათჳს ქრისტესისა. შევიდა პილატესა და ითხოა გუამი ქრისტესი ახოვნებით და მოწლედ. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ აღასრულა მოძღუარმან მან სახიერმან და მეუფემან კაცთმოყუარემან ყოველივე განგებულებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ და ნეფსით თჳსით ჯუარს-ეცუა და განპყრობითა მით ჴელთაჲთა შეაერთნა დაბადებულნი, და უხილავნი იგი ბოროტნი სულნი უკეთურებისანი განაქიქნა ვნებითა ჴორცთა თჳსთაჲთა, და ინება ხილვად გემოჲ სიკუდილისაჲ ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა უკუდავებაჲ მოგუმადლოს ჩუენ; მაშინ მიიდრიკა წმიდაჲ იგი თავი მისი და უბრძანა სიკუდილსა, ვითარცა მონასა, მისლვად წმიდათა მათ ჴორცთა მისთა მიმართ. ხოლო იგი შეძრწუნებით, ვითარ მონაჲ, მოვიდა მონებად სამეუფოსა მას ბრძანებასა. მაშინ წმიდანი იგი ჴორცნი, რომელნი საშინელ იყვნეს ქერაბინთა მიერ და შესაძრწუნებელ სერაბინთა, მიეცნეს...
სახარებაჲ მათესი 27:60
54-56. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე. იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას. რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ. - სასწაულთა წყალობით, წარმართმა ასისთავმაც ირწმუნა იმათთან ერთად, ვინც იმ დროს იქ იყო. იუდეველები კი, რომელნიც წინასწარმეტყველებსა და სჯულს უსმენდნენ, ურწმუნოებად დარჩნენ. ასეთია ბოროტი მედიდურობა! შემდეგში ეს ასისთავი ქრისტესათვის ეწამა კიდეც. როცა ქალებმა იხილეს, რაც მოხდა, ეს თანაგრძნობის უნარით ყველაზე აღმატებული და გაკიცხული მოდგმა, სიკეთეთა განჭვრეტით ყველაზე ადრე დატკბა. ისინი მამაცურად იდგნენ მაშინაც კი, როცა მოწაფენიც გაიქცნენ. მარიამში - იაკობისა და იოსეს დედაში, მახარებელი ღმრთისმშობელს გულისხმობს, რადგან იაკობი და იოსე იოსების შვილები იყვნენ პირველი ცოლისაგან, რამდენადაც ღმრთისმშობელი იოსების ცოლად იწოდებოდა, შესაბამისად ამისა, იგი მისი შვილების დედადაც, ანუ...
...აცნი იყვნეს ფრიად საჩინონი, და პილატჱსიცა მეცნიერი იყო იოსებ, და ითხოვა მისგან და აღიღო, და დაჰმარხეს არა ვითარცა დაშჯილი, არამედ ვითარცა წეს არს ჰურიათა, ვითარცა დიდი რაჲმე და საკჳრველი. და ვინაჲთგან მიმწუხრ იყო, დადვეს მახლობელსა მას საფლავსა. და ესეცა განგებულებით იქმნა, რომელ ახალსა საფლავსა დაიდვა, ; ; რაჲთა არავისი სხჳსაჲ საგონებელ იყოს აღდგომაჲ, არამედ მისი, და რაჲთა მოწაფენი ადვილად მივიდოდიან, რამეთუ ახლოს იყო ადგილი იგი, და დაფლვისაცა რაჲთა მოწამე იყვნენ არა იგინი ოდენ, არამედ თჳთ მტერნიცა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა დაეფლა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა მას შაბათსა, რომელ არს კჳრიაკჱ, მოვიდა იგი; ხოლო იესუ აღდგა, იდვა რაჲ ლოდი ზედა საფლავსა, და ბეჭედნი იყვნეს მას ზედა, და ვინაჲთგან ჯერ-იყო, რაჲთამცა სხუათაცა ყოველ-თა იხილეს იგი, შემდგომად აღდგომისა მისისა აღეღო ლოდი იგი, რომლისათჳს, გარდაჴდა რაჲ შაბათი, მო...