მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 28:18

17. იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს.18. მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.19. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა,
სახარებაჲ მათესი თავი 28
18. მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა მათ და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“ (28,18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად კაცობრივთა სიტყუათა ეტყჳს, რამეთუ არღა მოეღო მათ სული წმიდაჲ, რაჲთამცა სრულიად აღმაღლებულ იყვნეს გულისჴმის-ყოფითა.

რამეთუ რომელ-იგი აქუნდა ბუნებით, ვითარცა ღმერთსა, იტყჳს, ვითარცა კაცი, განგებულებით, ვითარმედ „მომეცაო“, ვითარცა პირველ ვნებისაცა თქუა, ვითარმედ: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა მე წინაშე შენსა პირველ სოფლისა ყოფისა“.

ჰხედავა, ვითარმედ რომელი-იგი მარადის აქუნდა, ვითარცა ღმერთსა, აწ ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა თქუა, ვითარმედ: „მადიდე მე“. რამეთუ სრული ღმერთი იყო და სრული კაცი, ორითა ბუნებითა, ერთი ქრისტჱ, უფალი ჩუენი და ღმერთი. ეგრეთვესახედ აწ თქუა, ვითარმედ: „მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ“, ბუნებისა მისთჳს, რომელი ჩუენგან მიიღო.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
28:16-20 — ქრისტეს ხელმწიფება და მოციქულთა გაგზავნა:

16-20. ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. - იოვანეს მიხედვით, იესო მოწაფეებს პირველად აღდგომის დღეს გამოეცხადა, როცა კარები დახშული იყო, შემდეგ მერვე დღეს, როცა თომამაც ირწმუნა; შემდეგ, როცა მათ გალილეაში წასვლა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ ყველანი ერთად შეკრებილნი ჯერ კიდევ არ იყვნენ, და ზოგიერთი მათგანი ტიბერიადის ზღვაში თევზაობდა, მაშინ მხოლოდ იმათ გამოეცხადა, რომელნიც თევზაობდნენ და ესენი იყვნენ შვიდნი. რასაც ახლა მათე გადმოსცემს, იგი შემდგომად იმისა მოხდა, რის შესახებაც იოვანე გვიყვება, რადგან ორმოცი დღის განმავლობაში ხშირად ეცხადებოდათ, წარმოუდგებოდათ და დაშორდებოდათ, ისე რომ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:

...აბადებისა? რამეთუ იგი იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად განჴორციელებისა და აღდგომისა“, ; და მაშინ იტყჳს: „მომეცა ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ნუუკუე არა აქუნდაა ჴელმწიფებაჲ თჳსთა დაბადებულთა ზედა? რომელმან დაჰბადნა, ჴელმწიფებაჲ არა აქუნდაა? და ვითარ? რამეთუ ყოველივე საუკუნითგან მან ქმნა და პირველთა მათ ჟამთა რომელთამე სტანჯვიდა ცოდვისათჳს და რომელთამე პატივ-სცემდა სათნოებისათჳს. ანუ მაშინ აქუნდა ჴელმწიფებაჲ და მერმე მიეღო და კუალად მიეცა? და რომელმანმცა ეშმაკმან თქუა ესე? ხოლო უკუეთუ მაშინცა და აწცა იგივე ჴელმწიფებაჲ აქუნდა, „რამეთუ ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, და ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, რაჟამს წარავლენდა წარმართთა მიმართ? არამედ ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ამაო არს სიტყუაჲ იგი, სიტყჳსა მისთჳს, რომელი პირველ თქუა, ვითარმედ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათთჳს წარწყმედულთა ძ...

სრულად ნახვა