თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო შესაძრწუნებელ-ყო სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ მასცა დიდსა კადნიერებასა მისცემდა სიმაღლე იგი სათნოებათა მის-თაჲ, და იგინიცა დიდისა მხილებისა და შეშინებისა ღირს იყვნეს, რამეთუ ქუეყანაჲ იგი გულთა მათთაჲ მრავლით ჟამითგან დაკორდებულ იყო, სრულად უნაყოფო და უქმ. ამისთჳს ეტყჳს: გარქუ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ უკეთურებასა ზედა თქუენსა ეგნეთ, განჰვარდეთ სრულიად შვილებისაგან აბრაჰამისა და სხუანი იხილნეთ შესრულნი თქუენსა მას პატივსა. არამედ ნუ ჰგონებთ, თუ აქამდის ოდენ იყოს პატიჟი თქუენი, არამედ უმეტესსაცა ღირს იქმნეთ ტანჯვასა, „რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“.
არარაჲ არს უსაშინელეს ამის იგავისა, რამეთუ არღარა მანგალსა შემოიღებს მფრინვალესა, არცა დარღუევასა ზღუდისასა და მოჴდასა ღობისასა და დათრგუნვასა ვენაჴისასა, არამედ ცულსა აღლესულსა, და უსა-შინელესი იგი არს, რომელ ძირთა თანა ძეს. ესე იგი არს, „ახლოს არს, კართა ზედა“. ; რამეთუ ვინაჲთგან წინაწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა ურწმუნო ექმნებოდეს და იტყოდეს: სადა არს დღე...