ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).
რომელნი არიან დღენი იგი, რომელ იტყჳს, თუ: „მათ დღეთა შინა“? რამეთუ არა თუ მათ დღეთა, ოდეს იესუ ყრმაღა იყო და ნაზარეთად მოვიდა ეგჳპტით, იქმნა ქადაგებაჲ იგი იოვანესი, არამედ შემდგომად ოცდაათისა წლისა, ვითარცა ლუკა წამებს. ვითარ უკუე ამან მახარებელმან, აღასრულა რაჲ თხრობაჲ იგი შობისათჳს უფლისა და თქუა ეგჳპტედ შთასლვაჲ და...