მონათა თანა მეუფე, ბრალეულთა თანა და დასჯილთა მსაჯული იგი უბრალოჲ მოვიდა ნათლის-ღებად, არამედ ნუ შესძრწუნდები, რამეთუ სიმდაბლითა ამით უმეტესად გამობრწყინდების სიმაღლე და დიდებაჲ მისი. რამეთუ რომელმან-იგი თავს-იდვა საშოსა ქალწულისასა დამკჳდრებაჲ და შობაჲ მისგან ჩუენითა ამით ბუნებითა შემოსილი, და კუალად უკუანაჲსკნელ თავს-იდვა ყურიმლის-ცემაჲ და ჯუარ-ცუმაჲ და სხუაჲ ყოველივე იგი ვნებაჲ, რად გიკჳრს, უკუეთუ ნათლის-ღებაჲცა თავს-იდვა და სხუათა თანა მოსლვაჲ მონისა მიმართ? რამეთუ განსაკჳრვებელი ესე იყო, რომელ თავსა იდვა ღმერთმან განკაცებაჲ, ხოლო ვინაჲთგან ესე იქმნა, სხუაჲ ყოველივე წესისაებრ თჳსისა აღესრულა. ამისთჳსცა იოვანე წინაჲთვე თქუა, რაჲ-იგი თქუა, ვითარმედ: „არა ღირს ვარო საბელსა ჴამლთა მისთასა გან-ჴსნად“, და ვითარმედ იგი არს მსაჯული ყოველთაჲ და განმრჩეველი ბოროტთაჲ და კეთილთაჲ და მიმგებელი კაცად-კაცადისა საქმეთა მისთაებრ და მიმცემელი მადლსა მას სულისა წმიდისასა, რაჲთა ოდეს იხილო იგი მომავალი ნათლის-ღებად, არარაჲ მოგიჴდეს გულისსიტყუაჲ მდაბალი და არაღირსი საქმისა მის. ამისთჳსცა,...
12. რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.13. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან.14. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?
სახარებაჲ მათესი თავი 3