მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 3:14

13. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან.14. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?15. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას.
სახარებაჲ მათესი თავი 3
14. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?“ (3,14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ნათლის-ღებაჲ სინანულისა სასწაული იყო და აღსარებად ცოდვათა მოიყვანებდა, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ იგიცა მითვე გულისსიტყჳთა მოვალს, ვითარცა სხუანი, პირველვე განჰმარტა იჭჳ ესე ნათლისმცემელმან, რაჟამს უწოდა მას „ტარიგად ღმრთისა“ და მჴსნელად სოფლისა ცოდვათაგან, რამეთუ რომელსა ძალედვა ყოვლისა სოფლისა ბრალთა აღებაჲ, უბრალო იყო თავადი და სრულიად უცოდველ. ამისთჳსცა არა თქუა, ვითარმედ: აჰა უცოდველი, არამედ რომელ-იგი ფრიად უაღრეს იყო, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; რაჲთა გულისჴმა-ჰყო და შეიწყნარო ყოველივე ზემოთქუმული იგი და სცნა, ვითარმედ სხჳსა უმაღლესისა განგებულებისათჳს მოვიდა ნათლის-ღებად, ამისთჳს, მო-რაჲ-ვიდა, ეტყოდა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებად, და შენ ჩემდა მოხუალა?“ არა თქუა, თუ: შენ ნათელ-იღებ ჩემგან, რამეთუ ამისაცა თქუმად შეძრწუნდა, არამედ: „შენ ჩემდა მოხუალო“. ხოლო ქრისტემან, ვითარცა უკუანაჲსკნელ, ოდეს-იგი პეტრე აყენებდა დაბანად ფერჴთა, ჰრქუა მას: „რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად“,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:13-15 — რატომ ინათლება ქრისტე იოანესგან:

13-14. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა. - ნმინდა ინათლება, რათა ჩვენ განგვბანოს და გვიჩვენოს, რომ უკეთუ მონათვლა გვსურს, ჯერ უნდა განვიწმიდოთ, რათა ნათლობა არ შევაგინოთ. შემდგომად მისა ადვილია ცოდვაში ჩაფლობა უკეთური ჩვევის გამო. იოვანე მას აყენებს, რათა მხილველთ არ ეფიქრათ, რომ ვითარცა ერთი მრავალთაგანი, ქრისტეც მოსანანიებლად ინათლებოდა. მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ. - განწმენდას უფლისაგან წინამორბედიც საჭიროებდა, რადგან ვითარცა ადამისგან წარმომავალი, საძაგელი ურჩობის ტვირთს ისიც ატარებდა, მაგრამ ქრისტემ ყველა განწმინდა. და შენ ჩემდა მოხუალა? - ვერ გაკადნიერდა, რომ ეთქვა: "და შენც ჩემგან ინათლები?" - იმდენად მოერიდა.

15. მიუგო იესუ და პრქუა მას: აცადე აწ. - ახლა დამითმეო, ეუბნება, დადგება დრო და შესაფერისი დიდება ჩვენც გვექნება, თუმცა ახლა მას არ ვაჩენთო. რამეთუ აწ ესერა შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. - სიმართლეს სჯულს უწოდებს. დაწყევლილია, - ამბობს იგი, - კაცობრივი ბუნება, რადგან სჯულის აღსრულება ვერ შეძლო. ამიტომ სჯულის სხვა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის