თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რავდენ უძლო მოსლვამან მან წინაწარმეტყუელისამან? ვითარ ერი იგი განაღჳძა ძილისა მისგან მცონარებისა, ვითარ მოიყვანნა იგინი ჴსენებასა ცოდვათა თჳსთასა? რამეთუ საკჳრველებისა ღირს იყო საქმე მისი, რომელსა იქმოდა ჴორცითა ამით მოკუდავითა და კადნიერებითა კეთილითა: მხილებაჲ ერისაჲ მის და მადლი იგი საღმრთოჲ, რომელი იყო პირსა ზედა მისსა. განაკჳრვებდა კუალად ერსა გამოჩინებაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელი არა ეხილვა მრავლით ჟამითგან, რამეთუ მოკლებულ იყო მათგან მადლი ესე და აწ ოდენ გამოჩინებულ, და სახეცა ქადაგებისა მისისაჲ უცხოჲ იყო და შეცვალებული, რამეთუ არა ესმოდა მისგან, რასა-იგი ჩუეულ იყვნეს სმენად სხუათაგან წინაწარმეტყუელთა: ჰომთა და ბრძოლათა და ძლევათა ერისათა, სიყმილთა და სიკუდილთა, წარტყუენვასა ქალაქისასა, ბაბილოვნელთათჳს და სპარსთა და სხუაჲ იგი, რომელი საწინაწარმეტყუელოთა შინა წერილ არს. არამედ ესმოდა ამის ნეტარისაგან საქმეთათჳს ზეცისათა და სასუფეველისათჳს და სატანჯველისა მისთჳს გეჰენიისა, და ყოველნი შეკრბებოდეს მისა.
არა მცონარე იქმნა ერი დიდძალი შეკრებად, არცა შეშინდეს მოწყუედისა მისგან, რომელი შეემთხჳა პირველ...