მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 3:5

4. ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.5. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ.6. და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა.
სახარებაჲ მათესი თავი 3
5. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ განვიდოდა მისა იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. და ნათელს-იღებდეს იორდანესა ზედა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა“ (3,5-6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რავდენ უძლო მოსლვამან მან წინაწარმეტყუელისამან? ვითარ ერი იგი განაღჳძა ძილისა მისგან მცონარებისა, ვითარ მოიყვანნა იგინი ჴსენებასა ცოდვათა თჳსთასა? რამეთუ საკჳრველებისა ღირს იყო საქმე მისი, რომელსა იქმოდა ჴორცითა ამით მოკუდავითა და კადნიერებითა კეთილითა: მხილებაჲ ერისაჲ მის და მადლი იგი საღმრთოჲ, რომელი იყო პირსა ზედა მისსა. განაკჳრვებდა კუალად ერსა გამოჩინებაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელი არა ეხილვა მრავლით ჟამითგან, რამეთუ მოკლებულ იყო მათგან მადლი ესე და აწ ოდენ გამოჩინებულ, და სახეცა ქადაგებისა მისისაჲ უცხოჲ იყო და შეცვალებული, რამეთუ არა ესმოდა მისგან, რასა-იგი ჩუეულ იყვნეს სმენად სხუათაგან წინაწარმეტყუელთა: ჰომთა და ბრძოლათა და ძლევათა ერისათა, სიყმილთა და სიკუდილთა, წარტყუენვასა ქალაქისასა, ბაბილოვნელთათჳს და სპარსთა და სხუაჲ იგი, რომელი საწინაწარმეტყუელოთა შინა წერილ არს. არამედ ესმოდა ამის ნეტარისაგან საქმეთათჳს ზეცისათა და სასუფეველისათჳს და სატანჯველისა მისთჳს გეჰენიისა, და ყოველნი შეკრბებოდეს მისა.

არა მცონარე იქმნა ერი დიდძალი შეკრებად, არცა შეშინდეს მოწყუედისა მისგან, რომელი შეემთხჳა პირველ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:5-6 — ხალხი იორდანეზე მიდის, მაგრამ იოანეს ნათლობა ცოდვებს არ მიუტევებს:

5-6. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. - თუმცა ინათლებოდნენ, მაგრამ იოვანესაგან ნათლობა ცოდვათა მიტევებას არ ნიშნავდა. იოვანე მხოლოდ სინანულს ქადაგებდა და ცოდვათა შენდობისაკენ ანუ ქრისტესგან ნათლობისკენ მიჰყავდა, რომლითაც ცოდვები მოგვეტევება.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).:

...რამეთუ მათვე შესწევდა და ქრისტჱსა მიავლენდა ყოველთა მის მიერ ნათელღებულთა, არა თუ თავსა თჳსსა მოატყუებდა დიდებასა, არამედ ქრისტესა; და უფროჲსად მისსა შეიწყნარებდეს ერნი, ვიდრე მოციქულთასა, რამეთუ იგი დიდად ჰყვა ყოველთა, ვითარცა იტყჳს მათე, ვითარმედ: „განვიდოდეს მისა იერუსალჱმი და ჰურიასტანი წიაღ იორდანესა“. და ორნივე იგი ნათლის-ცემანი, იოვანესიცა და ქრისტეს მოწაფეთანი, ერთ იყვნეს, რამე-თუ ვერცა იგი მისცემდა სულსა წმიდასა ჯერეთ, ვერცა იგინი. არამედ ამისთჳს იყო მათიცა და მისიცა ნათლის-ცემაჲ, რაჲთამცა ქრისტესა შეაწყნარებდეს. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ორნივე იგი ნათლის-ცემანი ერთ იყვნეს, ისმინენ შემდგომნი იგი სიტყუანი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს“ (3,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ შური აქუნდა მარადის მოწაფეთა იოვანეს-თა ქრისტეს მოწაფეთა მიმართ და თავადისაცა ქრისტეს მიმართ; და ვინაჲთგან იხილნეს მოწაფენი მისნი, რამეთუ ნათელ-სცემდეს, იწყეს სიტყუად ნათელღებულთა მიმართ და აქებდიან მათისა მის მოძღურისა ნათლის-ცემასა და მას უაღრჱსად იტყოდიან. ამისთჳს იწყეს სიტყუად ერთისა ვისმე ნათელღებულთაგანისა მიმართ ქრისტეს მოწაფეთა მიერ და ენება დარწმუნებად მისა, არამედ ვერ დაარწმუნებდეს. ამისთჳს ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).:

...რისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?“ და რაჲთა სცნა, ვითარმედ სხჳთა გონებითა მივიდეს ფარისეველნი და სხჳთა - ერი იგი, ესეცა მოასწავა მახარებელმან, რამეთუ ერისა მისთჳს თქუა, ვითარმედ: „განვიდოდეს მისა და ნათელსაცა იღებდეს და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა“, ხოლო ფარისეველთათჳს არა ესრეთ, ვითარმედ იტყჳს: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ ეჰა სიბრძნე მისი და ჭეშმარიტებაჲ, ვითარ თუალუხუავად ამხილა კაცთა მათ მოსისხლეთა, დამთხეველთა სისხლისა წინაწარმეტყუელთაჲსა, უბოროტესთა გუელთა და იქედნეთასა, ვითარ კადნიერებით შეურაცხ-ყვნა იგინიცა და მშობელნი მათნი.

თქუან უკუე ვიეთმე, ვითარმედ: კადნიერებაჲ მისი და თუალუხუავად მხილებაჲ დიდ არს, გარნა რაჲსათჳს ესრეთ ამხილა, ვინაჲთგან არა ცოდვასა შინა პოვნა, არამედ სინანულსა? და ამისთჳს არა ბრალობაჲ უღირდა, არამედ მადლობაჲ, რომელ დაუტევეს ქალაქი და სახლნი მათნი და მოვიდეს მისა სმენად ქადაგებისა მის. რაჲ უკუე ვთქუათ ამისთჳს? გარნა ესე, ვითარმედ არა საქმესა მას ხედვიდა, რომელსა გარ...

სრულად ნახვა