თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ოდეს თქუან თქუენდა მომართ, ვითარმედ გრძნეულნი ხართ, მაცთურნი ხართ, აღმაშფოთებელნი ხართ ერისანი, მტყუარნი ხართ და სხუაჲ ყოველივე ესევითარი, რაჲცა გიწოდონ თქუენ ჩემთჳს, ნეტარ იყვნეთ. უცხოჲ და ახალი სწავლაჲ შემოიღო, რამე-თუ ეტყჳს, რაჲთა რომელი-იგი სხუათა საწყინოდ უჩნს და ევლტიან, მათ საწადელად უჩნდეს: სიგლახაკე და გლოაჲ და დევნულებაჲ და ბოროტთა სიტყუათა დაწამებაჲ. უცხო იყო და ახალ ესევითარი ესე სწავლაჲ, გარნა თავადმან თქუა და დაარწმუნა არა ათორმეტთა ხოლო, ანუ ოცთა, გინა ასთა, ანუ ათასთა კაცთა, არამედ ყოველსავე სოფელსა. ამისთჳს ესმოდა ერსა მას უცხოჲ იგი და მძიმე სწავლაჲ და განუკჳრდებოდაო მოძღურებაჲ მისი, თქუა მახარებელმან. ესევითარი იყო ძალი მოძღურისა მის სახიერისაჲ.
ხოლო რაჲთა არა ჰგონებდე, თუ ყოვლადვე, ოდესცა ვინ თქუას ჩუენთჳს სიტყუაჲ ბოროტი, ნეტარებასა მოვიღებთ, ამისთჳს ორი მიზეზი თქუა ბოროტთა მათ სიტყუათაჲ: „სიცრუით ჩემთჳსო“, რაჲთა დაწამებაჲ იგი ბოროტთა მათ სიტყუათაჲ, ერთად, ქრისტესთჳს იყოს და, მეორედ, არა ჭეშმარიტ იყოს, არამედ სიცრუით და ტყუილით დაწამებული, რომელ არს ცილისწამებაჲ. უკუეთუ არა ესრეთ იყოს...