3.ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.4.ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.5.ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.6.ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.7.ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.8.ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.9.ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.10.ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.11.ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.12.გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.
13.თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.14.თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა.15.არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა.16.ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.
17.ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად.18.ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს.19.უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.20.ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
21.გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა.22.ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.23.უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს,24.დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.25.იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე.26.ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი.27.გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო.28.ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა.29.უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.30.და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა.31.თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი.32.ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.33.კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.34.ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;35.ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ.36.ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად.37.არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს.38.გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.39.ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა.40.და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი.41.და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა.42.და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი.43.გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.44.ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ.45.რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა.46.უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან.47.და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა?48.იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილა ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი. და მოუჴდეს მას მოწაფენი. და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა“ (5,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით ცხორებისათჳს ჩუენისა, უფალი იესუ ქრისტე, დამბადებელი და მეუფე ყოველთაჲ, ყოველივე წესი და რჩული სათნოებისაჲ აღასრულა საქმით, რაჲთა ჩუენ მოგუცეს სახე და მოძღურებაჲ საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა წესი ესე და სახე სიმდაბლისაჲ და ამბოხებათაგან სივლტოლაჲ, რამეთუ ოდეს-იგი სასწაულთა და...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).
ვინ აბრალა ესე, ანუ ვინ ჰრქუა, თუ დაჰჴსნი შჯულსა და წინაწარმეტყუელთა, რომელ ამას იტყჳს, თუ: „არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“? რამეთუ არცა სიტყუათა მისთაგან გამოჩნდებოდა ესევითარი იჭჳ, არამედ უფროჲსად სიმდაბლე და სიმშჳდე და მოწყალებაჲ და სიმართლე და სიწმიდე გულისაჲ და მშჳდობაჲ და სხუაჲ იგი, რომელი თქუა, შჯულისავე დამამტკიცებელ იყვნეს, არა წინააღმდგომ....
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა“ (5,27-28).
აღასრულა პირველი იგი მცნებაჲ და სრულისა მის საზომისა წესსა აღიყვანა; და აწ ჯეროვნად მეორე იგი შორის შემოიღო წესისა მისებრ შჯულისა. გარნა ესე საძიებელ არს, თუ რად არა პირველად ღმრთისმსახურებისათჳს ყო სიტყუაჲ, ვითარცა მუნ იწყო მოსე ბრძანებითა ღმრთისაჲთა და იგი დააწესა მცნებად პირველად და თქუა: „უფალი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ, და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინააღმდგომად ბოროტისა; არამედ რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (5,38-40).
იხილეა, ვითარმედ პირველ, ოდეს-იგი იტყოდა: „უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან“, არა თუალისათჳს იტყოდა,...
1. და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა.- მთაზე ადის, რითაც გვასწავლის, რომ მოსაჩვენებლად არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. განზრახული აქვს რა, რომ გვასწავლოს, გვარიგებს, რომ რაჟამს ვსწავლობთ, ხმაურს უნდა გავშორდეთ. და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი. - ბრბო მიდის მასთან, რათა სასწაულები იხილოს, ხოლო მოწაფენი - რათა განისწავლონ. ამიტომ სასწაულთა აღსრულებითა და სხეულთა განკურნებით, იგი სულებსაც კურნავს, რათა ვისსავლოთ, რომ თვითონ...
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
წმიდასა ეკკლესიასა შინა ხშირად გვესმის ჩვენ, ძმანო, სიტყვანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელთა შინა იგი უწოდებს ნეტარად გლახაკთა, მგლოვარეთა, მშივდთა, მოწყალეთა და აღუთქვამს მათ სასუფეველსა ღვთისასა, ანუ ნუგეშინის-ცემასა. ამ სიტყვებში მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ცხრა ნეტარებასა, ანუ ცხრა სათნოებათა. მე მსურს აღგიხსნა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს სწავლა მისთვის, რომელ დიდად საჭირო არის, ყოველმან ქრისტიანემან იცოდეს და...
ნეტარ-იყვნენ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ, და სთქვანყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის (მათ. 5, 11).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! თუმცა დღეს დიდი ქრისტიანული დღესასწაულია, და ჯერ იყო იმაზედ უბნობა თქვენთანა, გარნა ჩვენ განვიზრახეთ თქმა სიტყვისა სხვა საგანზედ, რომელზედაც ჯერედ ერთხელაც არ გვითქვამს თქვენს წინაშე, და რომელზედაც უბნობა ერთობ საჭირო არის. ერთი დიდი და მავნებელი, შემარცხვენელი ქვეყნისა, სულიერი სენი, ცოდვა და ვნება გავრცელებულია ჩვენს...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო
„მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და სულით, რომელნიც არიან ღმრთისა“ (კორინ. 6,20)
„ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით ()
„დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო...“...
იყავნ სიტყვა თქვენი: ჰე, ჰე, და არა, არა; ხოლო უმეტესიამათსა უკეთურისაგან არს (მათ. ე, ლზ).
რა მაღალსა და შეურყეველსა პატიოსნებასა მოითხოვს ჩვენგან, ძმანო ქრისტიანენო, უფალი იესო ქრისტე! იგი მოითხოვს ჩვენგან ისეთს პატიოსნებას, რომელ ყოველსა სიტყვასა ჩვენსა დავამტკიცებდეთ მხოლოდ ამით: ჰო და არა: იყავნ სიტყვა თქვენი: ჰე, ჰე; და არა, არა; ხოლო უმეტესი ამასთსა უკეთურისგან არს. იმ გვარი რწმუნება და მინდობილება უნდა იყოს ქრისტიანეთა შორის, რომელ მათი ჰო და არა საჭიროდ აღარ ყოფდეს ფიცსა და...
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს:
...ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს
ამისთჳს გევედრები, ვისმინოთ ჴმაჲ ჭეშმარიტისა მის და კეთილისა მწყემსისაჲ და მას ვჰმორჩილებდეთ, ხოლო უცხოჲსა ჴმასა ნუმცა ვისმენთ. ხოლო რაჲ არს ჴმაჲ მისი? „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი“. ; უკუეთუ ამას ვიქმოდით, მწყემსსა თანა ვართ, და მგელი ვერ შემოგუეხოს, და უკუეთუ მოგუეახლოს, მეყსეულად შეიმუსროს, რამეთუ მწყემსი არს ჩუენი, რომელსა ესრეთ უყუართ, რომელ სულსა თჳსსა დასდებს ჩუენთჳს, და ძლიერი არს მეუფჱ ყოველთაჲ. ხოლო ვინაჲთგან ძლიერიცა არს და უყუართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩუენდა ცხოვნებად? არარაჲ, გარნა ჩუენი უდბებაჲ. რამეთუ იტყჳს: „ვერ ძალ-გიც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“. ; აწ უკუეთუ ღმერთსა ვჰმონებდეთ, მისი მძლავრებაჲ არა მოიწიოს ჩუენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა, - სიყუარული საფასეთაჲ, - რომელი სავსე არს შურითა და ჴდომითა, ბილწებითა, ანგაჰრებითა, სიმთრვალითა, რამეთუ აზნაურთა ჰყოფს მონა, არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა. ჵ მონებაჲ საეშმაკოჲ, რომელსა მრავალ...
ხოლო ესევითარი სათნოებაჲ მოსეს მიერცა საცნაურ არს, რამეთუ იგი დიდსა მას საზომსა ამან მიაწია. და არარაჲ არს სწორ სიმშჳდისა და სიმდაბლისა, ამისთჳს ნეტარებათა ამისგან იწყო ქრისტემან, რამეთუ ვითარცა საფუძველი სათნოებათაჲ ესე აჴსენა პირველად, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“. ; და შეუძლებელ არს თჳნიერ ამისა ცხორებაჲ, არამედ გინა თუ იმარხვიდეს ვინ, ანუ თუ ილოცვიდეს, ანუ რასაცა იქმოდის ზუაობით, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა, არამედ უკუეთუ სიმდაბლით იყოს, მაშინ ყოველივე საქმჱ მისი პატივოსან არს.
მოვიგოთ უკუე სიმდაბლჱ, საყუარელნო, რამეთუ უკუეთუ გჳნდეს, ფრიად ადვილ არს ესე სათნოებაჲ. ანუ რაჲ არს, რომლისათჳს ჰზუაობ, კაცო? არა ჰხედავა ბუნებისა შენისა უნდოებასა და გონებისა ცთომილებასა? მოიჴსენენ ცოდვანი შენნი. უკუეთუ კულა სათნოებანი გქონან და მათთჳს ჰზუაობ, ამით წარსწყმედ ყოველსავე, რამეთუ უკუეთუ გლახაკთა მისცემ, არა შენსა მისცემ, არამედ ღმრთისასა; და უფროჲსად სიმდაბლჱ გიღირს, რაჟამს გლახაკთა ხედვითა გულისხმა-ჰყოფდე ბუნებისა შენისა უნდოებასა, რამეთუ უკუეთუ დღეს მდიდარ ვართ, შიშუელნივე განსლვად ვართ. ანუ რაჲ არს სიმდიდრჱ? აჩრდილი უნდოჲ, კუამლი განქარვებადი, ყუავილი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უდიდესი თქუენი იყოს თქუენდა მსახურ. რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“ (23,11-12).:
...ლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“. და ნანდჳლვე არარაჲ არს სწორ სიმდაბლისა. ამისთჳს ზედაჲსზედა აღუჴსენებს ამას სათნოებასა. რამეთუ პირველ მთასა ზედა დაწყებაჲ მოძღურებისა მის კეთილისაჲ ამისგან ქმნა, რაჟამს ეტყოდა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“. და კუალად, ოდეს ყრმანი იგი შორის წარმოადგინნა და თქუა: „უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“, სიმდაბლესა ქადაგებდა. და აწ კუალად სრულიად აღმოჰფხურის ძირსა მას ზუაობისასა და დაჰნერგავს სიმდაბლესა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდესო“.
ხედავა, ვითარ სრულიად განგუაშორებს ზუაობისაგან? არა ხოლო თუ მთავრობისა და წინამძღურობისა სიყუარულსა განაგდებს, არამედ ყოველთა უდარეს ყოფად გჳბრძანებს, რაჲთა ესრეთ მივემთხჳნეთ ჭეშმარიტსა მას სიმაღლესა. აწ უკუეთუ წინამძღურობაჲ და უხუცესობაჲ გუწადის, სიმდაბლე და შეურაცხებაჲ შევიტკბოთ, რამეთუ ყოველმან „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“.
სწავლაჲ ობ სიმდაბლისათჳს და ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა
სადა-მე უკუე ვპოოთ სახე ჭეშმარიტისა მის სიმდაბლისაჲ? გნებავსა, რაჲთა კუალად წარვიდეთ ქალაქსა სათნოებისასა, საყოფელ...