მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:42

41. და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა.42. და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი.43. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.
სახარებაჲ მათესი თავი 5
42. და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი“ (5,42).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე პირველთქუმულთა მათ საზომთა უმდაბლეს არს, არამედ ნუ გიკჳრს, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ აქუს მარადის ქმნად, რაჲთა მაღალთა საქმეთა და მდაბალთა შეერთებულად იტყოდის. ხოლო დაღაცა-თუ ზემოთქუმულთა მათ თანა მცირე არს აწ თქუმული ესე, არამედ ჩუენდა მომართ დიდ არს, რომელნი-ესე არა თუ ჩუენსა ოდენ არა მივსცემთ, არამედ სხუათაგანცა მოვიხუეჭთ და უჯეროდ მოგებულსა მას უჯერო-თავე საქმეთა შინა წარვაგებთ, რაჲთა ორკერძოვე საჴუმილი აღვიტყინოთ ჯოჯოხეთისაჲ. ხოლო სესხებად აქა არა ამას იტყჳს, აღნადგინებად განცემასა, არამედ რომელი-იგი სხუასა ადგილსა განგჳმარტა და თქუა: „ავასხებდით, ვინაჲ-იგი არა მოელით მოღებასა“, რამეთუ ესე არს სესხებაჲ კეთილი, ხოლო მეორე იგი, ვახშად და აღნადგინებად მიცემაჲ, დიდისა ბრალისა და სასჯელისა ღირს არს.

მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:38-42 — მოთმინება და არშეწინააღმდეგობა:

38. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ () - სჯულმა, დამდაბლდა რა ჩვენამდე, სამაგიეროს თანაბრად მიზღვა შეიწყნარა, რათა იმის შიშით, რომ ისევე გადაეხდებოდათ, ერთმანეთისათვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.

39. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. - ბოროტს აქ უფალი ეშმაკს უწოდებს, რომელიც ადამიანში მოქმედებს. ე. ი. ეშმაკს წინ არ უნდა აღვუდგეთ? რა თქმა უნდა, უნდა აღვუდგეთ, მაგრამ არა დარტყმით ჩვენი მხრიდან, არამედ მოთმინებით, რადგანაც ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ წყლით. ნუ იფიქრებ, რომ აქ მხოლოდ ლოყაში გარტყმაზეა საუბარი, არამედ ყოველგვარ დარტყმასა და შეურაცხყოფაზე.

40. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. - მიეცი მას ზედა სამოსიც შენი, ოღონდ მაშინ, უკუეთუ სამსჯავროზე გადაგცემს და გაწყენინებს და არა მაშინ, როცა უბრალოდ მოგთხოვს. პერანგს (კვართი) ჩვენ საკუთრივ შიგნით ჩასაცმელს ვუწოდებთ, ხოლო სამოსელს იმას, რასაც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლე მოწყალებისათჳს:

...საქმეთა შინა ბოროტთა? და აწ ჭირვეულსა მას ვითარ იკადრებ კდემად და ყუედრებად? ნუ, ძმანო ღმრთისმოყუარენო, ნუვინ არს უწყალო და გლახაკთა შეურაცხისმყოფელ თქუენ შორის, არამედ სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ ყურად-იღეთ და ნუ გეწყინების კეთილის-ყოფაჲ.

ისმინეთ მეუფისა ქრისტესიცა, რასა იტყჳს: „ყოველსა, რომელი გთხოვდეს, მიეც“; და „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“. გულისჴმა-ყავთ, რავდენნი მცნებანი წარმოთქუნა და არასადა თქუა ესე სიტყუაჲ, არამედ მოწყალებისათჳს ხოლო, რამეთუ არარაჲ ესრეთ მსგავს ღმრთისა გუყოფს ჩუენ, ვითარ მოწყალებაჲ.

აწ უკუე ნუმცა უდებ ვართ კეთილსა ამას ზედა, ნუმცა გამოვეძიებთ, თუ იგი ვინმე გლახაკი ცოდვილი არს და იგი ვინმე - უწესოჲ. უფროჲსღა თჳსთა ცოდვათა გულისჴმა-ვჰყოფდეთ, და ვპოვნეთ თავნი ჩუენნი უფროჲს ყოველთასა შეცოდებულ. დაღაცათუ არა თანამდებ ხარ მრავალთა ცოდვათა, ჵ კაცო, რომელ-ესე არა უწყი, თუმცა იყო, გარნა ეგრეთცა არა ჯერ-არს შენდა სხუათა განკითხვაჲ და ბრალობაჲ, რაჲთა არა შეგემთხჳოს განსაცდელი იგი ფარისეველისაჲ. ნუ იქმნები უწყალო, უყუარულ, უწირავ, მიმსგავსებულ მჴეცთა. რამეთუ ესეცა მჴეცებრივი წესი ვიხილე ვიეთთანამე: მოვიდა გლახაკი მშიერი თხოად პურისა, და იგი ეტყოდა: არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (6,17-18).:

...ნებს.

პირველად თქუა: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“; და კუალად: „რომელსა უნდესო სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“; და „რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი“; ხოლო აწ უაღრეს მის ყოვლისა გუამცნებს, რამეთუ მუნ თქუა, ვითარმედ: სიმრავლისაგან ნაქონებთაჲსა იქმოდე მოწყალებასა, გინა თუ სიმცირისაგან, ვითარცა ვის ძალ-ედვას; და კუალად: უკუეთუ შფოთი და ლალვაჲ შემოვიდოდის შორის, მიუტევე სამოსელიცა შენი და მოიყიდე მშჳდობაჲ; ხოლო აწ არცა გლახაკნი აჴსენნა, არცა შფოთი და ლალვაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე მიზეზი, არამედ თავით თჳსით სიძულილსა და შეურაცხებასა საფასეთასა გუასწავებს, რაჲთა სრულიად ურიდად განუყოფდეთ გლახაკთა და ყოველნივე საუნჯენი ჩუენნი დავაცარიელნეთ. და არცა აქა ყოველივე გამოაცხადა სიკეთე უპოვრებისაჲ, რამეთუ არა იყო ჟამი სრულიადისა გამოცხადებისა მისისაჲ, არამედ შემოიღებს სიტყუასა თანამზრახველისა და არა რჩულისმდებელისა მსგავსსა. ამისთჳსცა იტყჳს: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან”.

და ვითარცა კეთილმან და ყოვლადბრ...

სრულად ნახვა