თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს პური არსობისაჲ? არსებისა ამის ჴორცთაჲსა დღითი-დღე გამომზრდელი. რამეთუ ვინაჲთგან გჳბრძანა ვედრებად, ვი-თარმედ: „იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“, ხოლო იცოდა სახიერმან მან, ვითარმედ კაცთა მიმართ არს მოძღურებაჲ მისი, ჴორციელთა, რომელნი-იგი ბუნებითისა მის უძლურებისაგან ვერ შემძლებელ არიან უვნებლობასა მას ანგელოზთასა მიწევნად, ამისთჳს, რომელ-იგი იცოდა, ვითარმედ შემძლებელ არს ბუნებაჲ ჩუენი აღსრულებად, გუამცნო ბაძვად ანგელოზთა, ხოლო რომელი უზეშთაეს იყო უძლურებისა ჩუენისა, მას ზედა შენდობა-ყო ჩუენდა და არა ძიება-ყო სრულიადი უვნებელობაჲ ჩუენგან, რაჲთამცა არცა საზრდელი ვიჴმარეთ.
რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა შეგჳნდობს ამას ყოფად მძლავრებაჲ იგი ბუნებისაჲ, არამედ საჴმარ არს ჩუენდა საზრდელი, რომლისათჳსცა გჳბრძანა სულიერად და წესიერად თხოად საზრდელისა; არა საფასეთა, ანუ სანოაგეთა საშუებლისათა, ანუ სამოსელთა მრავალსასყიდლისათა, ანუ სხჳსა რაჲსმე ესევითარისა, არამედ პურისაჲ ოდენ გჳბრძანა თხოად ლოცვასა შინა, და პურისა მდღევრისაჲ, რაჲთა არარას ვზრუნვიდეთ ხვალისათჳს. რამეთუ ამისთჳს თქუა „პური არსობისაჲ“,...