თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად და სამართლად ორგულ უწოდა მათ, რამეთუ გარეშე სახე მათი ჩანს, თუ ღმრთისათჳს იქმან, ხოლო გონებაჲ მათი ქებასა კაცთასა ეძიებს; პირი მათი მოწყალებისაჲ არს და გული მაჩუენებლობისაჲ. აჩუენებენ, თუ მოყუსისა წყალობისათჳს იქმან, ხოლო იგინი თჳსისა ქებისათჳს მისცემენ ქველისსაქმესა; ამისთჳსცა მიუღებიეს სასყიდელი მათი მათგან, რომელთაცა ეჩუენებიან, რამეთუ არა მიცემასა საფასისასა ეწოდების ქველისსაქმე, არამედ ოდეს ვითარ-იგი ჯერ-არს, ეგრეთ მიეცემოდის.
ესრეთ გამოაჩინა რაჲ მაჩუენებელთა ორგული ქველისსაქმე და საცნაურ-ყო, ვითარმედ მიუღებიეს აქავე სასყიდელი მათი, კუალად იტყჳს, თუ ვითარ ჯერ-არს მიცემაჲ ქველისსაქმისაჲ; ისმინე და ისწავე, ძმაო: