მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 6:22

21. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.22. სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს.23. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?
სახარებაჲ მათესი თავი 6
22. სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს.
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:19-24 — მიწიერი საუნჯე, ბნელი გონება და ორი ბატონი:

19-21. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.- განაგდებს რა პატივმოყვარეობის სენს, უფალი არამომხვეჭელობაზე საუბრობს, რადგან ადამიანები, პატივმოყვარეობისა გამო, ქონების გამრავლებაზე ზრუნავენ, იგი მიწიერი საუნჯის უსარგებლობას გვიჩვენებს. საჭმელსა და სამოსს ხომ ჩრჩილიცა და მჭამელიც გაანადგურებს, ხოლო ოქროსა და ვერცხლს მპარავნი მოიპარავენ. შემდეგ, ვინმეს რომ მისთვის არ ეთქვა: ყველაფერს ხომ ვერ მოიპარავენო, ამბობს: მსგავსიც რომ არაფერი მოხდეს, ქონებაზე ზრუნვით, რომ მასზე მიჯაჭვული ხარ, განა უკვე არ არის უბედურება? ამიტომატ ამბობს: სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.

22-23. სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:

...ჭეშმარიტსა გულისხმის-ყოფასა, რამეთუ ხედვითა დაბადებულთაჲთა ვიცნობთ ყოველთა ღმერთსა, „რამეთუ უხილავნი მისნი სოფლის დაბადებითგან დაბადებულთა მიერ ცნობილნი იხილვებიან“. ამისთჳს უკუე საცნაურ არს, ვითარმედ არა გუამისა ოდენ, არამედ სულისაცა სანთელი არს თუალი. ; ამისთჳსცა ვითარცა სამეუფოსა ადგილსა დამკჳდრებულ არიან თუალნი, სიმაღლესა მას შინა მსხდომარენი უზეშთაეს სხუათა მათ საცნობელთასა. და მათ დაჰბადებს აწ უფალი და მიანიჭებს უთუალოსა მას, და მერმე რაჲთა არა მოგეგონოს, ვითარმედ ნივთი ეჴმარების მას საქმედ, და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა ეჴმარებოდა მას პირველითგან თიჴაჲ იგი, რამეთუ რომელმან არაარსისაგან უზეშთაესნი იგი ბუნებანი დაჰბადნა, ესემცა უნივთოდ ვერ ქმნაა? ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ ნივთი ეჴმარებოდა მას ამისა ქმნად, რამეთუ ამისთჳს აღიღო თიჴაჲ, არამედ რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ იგი არს, რომელმან პირველ მიწისაგან დაჰბადა კაცი, ამისთჳს სცხო რაჲ თიჴაჲ იგი და ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედ და დაიბანე“, რაჲთა სცნა, ვითარმედ: არა მეჴმარების მე თიჴაჲ შესაქმედ თუალთა, არამედ რაჲთა გამოჩნდეს დიდებაჲ ჩემი....

სრულად ნახვა