მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 6:23

22. სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს.23. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?24. ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.
სახარებაჲ მათესი თავი 6
23. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:19-24 — მიწიერი საუნჯე, ბნელი გონება და ორი ბატონი:

19-21. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.- განაგდებს რა პატივმოყვარეობის სენს, უფალი არამომხვეჭელობაზე საუბრობს, რადგან ადამიანები, პატივმოყვარეობისა გამო, ქონების გამრავლებაზე ზრუნავენ, იგი მიწიერი საუნჯის უსარგებლობას გვიჩვენებს. საჭმელსა და სამოსს ხომ ჩრჩილიცა და მჭამელიც გაანადგურებს, ხოლო ოქროსა და ვერცხლს მპარავნი მოიპარავენ. შემდეგ, ვინმეს რომ მისთვის არ ეთქვა: ყველაფერს ხომ ვერ მოიპარავენო, ამბობს: მსგავსიც რომ არაფერი მოხდეს, ქონებაზე ზრუნვით, რომ მასზე მიჯაჭვული ხარ, განა უკვე არ არის უბედურება? ამიტომატ ამბობს: სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.

22-23. სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის