თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: რაჲ-მე ვყოთ, უკუეთუ საფასენი განვაბნინეთ, ვითარ უძლოთ ცხორებად? ამისთჳს ჟამსა ჯეროანსა იწყებს ამის პირისათჳს სიტყუად; რამეთუ უკუეთუმცა პირველითგან ეთქუა, ვითარმედ: „ნუ ჰზრუნავთ“, მძიმემცა აღუჩნდა სიტყუაჲ იგი, ამისთჳს პირველად წარმოთქუნა ვნებანი იგი ვეცხლისმოყუარებისანი და მერმე ჴელ-ყო ამის სწავლისა თქუმად, რაჲთა უმეტესად შესაწყნარებელ იყოს სიტყუაჲ ესე. და აწცა არა ესრეთ ლიტონად თქუა, არამედ პირველად მიზეზსა იტყჳს: „ამისთჳს გეტყჳო: ნუ ჰზრუნავთ“. პირველად თქუა: „ვერ ჴელ-გეწიფებისო ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“, და მერმე შესძინა: „ამისთჳს გეტყჳო: ნუ ჰზრუნავთ“. „ამისთჳს“, - რომლისა „ამისთჳს“? - ფრიადისა ამის ზღვევისათჳს და დიდისა ამის სავნებელისათჳს, რომელ სახიერისა მის და კაცთმოყუარისა ღმრთისა და დამბადებელისაგან განგაშორებს.
„ამისთჳს გეტყჳ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ“. არა თუ სულსა საზრდელი ეჴმარების, რამეთუ უჴორცო არს იგი, არამედ ჩუეულებისაებრ კაცობრივისა თქუა ესრეთ, რამეთუ დაღაცათუ არა საჴმარ არს სულისა საზრდელი, გარნა უკუეთუ ჴორცთა საზრდელი არა მიეცეს, ვერ თავს-იდებს სული...