თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო გულისჴმა-გჳყოფს, რაჲთა არა ვზრუნვიდეთ, - უაღრესისაგან და უდარესისა: უაღრესისა სულისაგან და უდარესისაგან ჴორცთაჲსა, და უმეტესადღა უდარესისაგან - მფრინველთა ცისათა, ვითარმედ უკუეთუ ესრეთ უნდოთა ამათ და შეურაცხთა ესრეთ კეთილად იურვის, არა უფროჲსად თქუენთჳს იზრუნოსა?
ესე ერისა მის მიმართ თქუა, რომელთა ფრიადი აქუნდა უმეცრებაჲ, ხოლო ოდეს-იგი ეშმაკისა მიმართ ჰყოფდა სიტყუასა, არა მფრინველნი მოიხუნა სახედ, არამედ თქუა: „არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“. ხოლო აქა კაცთა მომართ იტყჳს და ამისთჳს სახედ შემოიღებს მფრინველთა, რაჲთა შევიკდიმოთ ამის იგავისაგან. გარნა ვიეთნიმე ურჩულონი ესოდენ განცოფნეს, ვიდრეღა ბრალობადცა იკადრეს ამის მცნებისა და თქუეს, ვითარმედ: არა ჯერ-იყო, ვინაჲთგან ნეფსითთა ამათ სწავლათა დაუდებდა ბუნებითთა საქმეთა შემოღებად; და არა გულისჴმა-ყვეს უგუნურთა მათ, ვითარმედ დაღაცათუ მფრინველთა ესე ბუნებით აქუს, არამედ ძალ-გჳც ჩუენცა ნეფსით ქმნად. რამეთუ არა თქუა, თუ: მიხედენით მფრინველთა, ვითარ ფრინვენ,...