თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლისავე მოქმედი იგი თავადი არს, მხოლოდშობილი ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა“. გარნა ამათ ადგილთა არასადა აჴსენა თავი თჳსი, არამედ მცირედ ოდენ ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა, რაჟამს იტყოდა: გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ ესრეთ, და მე გეტყჳ ესრეთ, ხოლო სხუაჲ ყოველივე სიტყუაჲ თჳსი მამისათჳს ყო და ყოვლით კერძო საკჳრველ-ჰყოფს სიბრძნესა მისსა და განგებულებასა და მოღუაწებასა მისსა ყოველთა ზედა, დიდთა და მცირეთა; რამეთუ ცანი რაჲ აჴსენნა, საყდრად ღმრთისა სახელ-სდვა, და ოდეს იერუსალჱმისათჳს იტყოდა, ქალაქად მეუფისა დიდისა უწოდა, და ოდეს განგებულებასა მას სოფლისასა წარმოიტყოდა, მასვე მიაჩემა ყოველი: „მზე მისი აღმოვალსო ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცოდვილთა“; და სწავლასა მას შინა ლოცვისასა თქუა, ვითარმედ: „მისი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ“.
სახარებაჲ მათესი 6:30
29. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.30. უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედ-მორწმუნენო?31. ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?
სახარებაჲ მათესი თავი 6