მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:10

9. ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას?10. გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას?11. უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!
სახარებაჲ მათესი თავი 7
10. გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცეს მას? გინა თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას?“ (7,9-10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ზემო თქუა, ვითარმედ: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ“, და გამოაჩინა, ვითარმედ მოუწყინებელად ჯერ-არს თხოაჲ, რამე-თუ კაცთა ზედა საწყინო არს სამარადისოდ თხოაჲ, ხოლო ღმრთისა უმეტესად საწადელ არს, რაჲთა დაუცხრომელად ვევედრებოდით. ამისთჳსცა დაჴშულ არს კარი იგი, რაჲთა განვიფრთხოთ მარადის რეკად და ვედრებად განღებისათჳს. ხოლო რაჲთა არა უცხო გიჩნდეს, უკუეთუ მეყსეულად არა განგიღოს და მოგეცეს თხოაჲ შენი, ამისთჳს გამოაჩინა ესეცა იგავი, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა თხოაჲ ხოლო თანაგუაც, არამედ საქმეთაცა ჯეროანთა თხოაჲ.

„ვინ არს თქუენგანი კაციო, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცეს მას?“ აწ უკუე ესე გულისჴმა-ყავ, ვითარმედ დაღაცათუ ძე ხარ, უკუეთუ ქვაჲ ითხოო ანუ გუელი, არა მოგცემს სახიერი იგი მამაჲ, არცა უგუნურებასა შენსა თანააღჰყვების, ხოლო უკუეთუ პური სთხოო ანუ თევზი, უეჭუელად მოგცეს თხოაჲ შენი.

რომელი ითხოვდეს ღმრთისაგან ცუდსა რასმე და ამაოსა საქმესა, იგი ქვასა ითხოვს, და რომელი ევედრებოდის მოცემად მისდა სავნებელი რაჲმე სულისა მისისაჲ, იგი გუელსა ითხოვს; სამართლად უკუე არა მოსცეს მას მოღუაწემან მან სულთამან.

ხოლო შენ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:7-11 — ითხოვდით და მოგეცეს:

7-8. ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს. - ადრე უფალმა დიდი და ძნელი რამ გვიბრძანა, აქ კი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მისი აღსრულება, სახელდობრ, განუწყვეტელი ლოცვით; რადგან თქვა: ითხოვდით ანუ მარადის ითხოვდით, რაკი არ უთქვამს - ერთგზის ითხოვდითო და შემდეგ ნათქვამი კაცობრივი მაგალითითაც განამტკიცა.

9-10. ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას? - აქ უფალი გვასწავლის, რომ საჭიროა დიდი ძალით ვთხოვოთ უფალს და თანაც ის ვითხოვოთ, რაც სასარგებლოა; რამეთუ თქვენ, ამბობს, როცა ხედავთ, თქვენს შვილებს მთხოვნელს სასარგებლოსი - პურისა და თევზისა, აძლევთ მათ, როცა ამდაგვარს ითხოვენ. ასევე ითხოვეთ თქვენც, ოღონდ სულიერი და არა ხორციელი.

11. უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას! - უკეთურებს ადამიანებს ღმერთთან...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის