თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად ცოფ უწოდა მას, რამეთუ რაჲმცა იყო უცოფეს მისა, რომელმან აღაშენოს სახლი ქჳშასა ზედა და შრომაჲ თავს-იდვას, ხოლო განსუენებაჲ ვერ პოოს, არამედ ესოდენი ზღვევაჲ შეემთხჳოს მას.
სახარებაჲ მათესი 7:26
25. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.26. და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა.27. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.
სახარებაჲ მათესი თავი 7