მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 8:19

18. ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო.19. და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი.20. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
სახარებაჲ მათესი თავი 8
19. და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი“ (8,19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა ზუაობასა მას მწიგნობართასა? ჭეშმარიტად მათგანი იყო, ამისთჳს არა თავს-იდებდა ერისა მის თანა შერაცხვად, არამედ გამოაჩინებდა თავსა თჳსსა სხუათა უმეტესად. ამისთჳს ესრეთ ჰრქუა, რაჲ-იგი გულსა არა აქუნდა. ვითარცა სხუასა ადგილსა გამოსცდიდა მას სხუაჲ მწიგნობარი და ეტყოდა: „რომელი მცნებაჲ არს პირველი?“ და ეგრეთცა არა შეჰრისხნა მას უფალმან ცუდისა მის და უჟამოჲსა კადნიერებისათჳს, რაჲთა გუასწაოს სულგრძელებით თავს-დებაჲ ესევითართა უწესოთა კაცთაჲ, არცა ამხილა განცხადებულად უკეთურებაჲ მისი, არამედ მიუგო სიტყუაჲ შემსგავსებული იჭჳსა მისისა, რაჲთა ეუწყოს, ვითარმედ არა დაეფარა მას ზრახვაჲ იგი გულისა მისისაჲ, და ესრეთ მხილებითა გონებისაჲთა პოოს ადგილი სინანულისაჲ, უკუეთუ უნდეს. ეგრეთვე აწ ამას მწიგნობარსა ზედა ქმნა, რამეთუ ხედვიდა რაჲ იგი მრავალთა მათ სასწაულთა და შეკრებასა მას ერისა ფრიადისასა, ჰგონებდა, ვითარმედ შეკრებაჲცა საფასეთაჲ ყოფად არს საკჳრველებათა მათგან, და ამის ჯერისათჳს ენება მას შედგომად უფლისა. ხოლო ესევითარი ესე გულისსიტყუაჲ მისი საცნაურ არს პასუხისა მისგან...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
8:18-22 — ქრისტეს მიდევნების ფასი:

18. ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო. - რადგან არც პატივმოყვარე იყო და, ამასთან, იუდეველთა შურსაც განერიდა.

19-20. და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. - მწიგნობარს სჯულის წიგნთა მცოდნეს უწოდებს. ამან, იხილა რა მრავალი სასწაული, იფიქრა, რომ იესოს მათგან შემოსავალი ჰქონდა და მის გაყოლასაც იმიტომ შეეცადა, რომ ქონება თვითონაც დაეგროვებინა. მაგრამ იესო განზრახვას მიუხვდა და თითქმის ეს უთხრა: "ჩემი გაყოლით შენ ქონების დაგროვებას ფიქრობ, მაგრამ ვერ ხედავ, რომ უსახლკარო ვარ? ჩემი მიმდევარიც ასეთი უნდა იყოს". უფალმა ეს მის დასარწმუნებლად თქვა, რათა განწყობილება შეცვლოდა და გაჰყოლოდა, მაგრამ მწიგნობარი გაშორდა. ზოგიერთი მელიებსა და ფრინველებში დემონებს გულისხმობს, ე. ი. უფალი მწიგნობარს ეუბნება: "შენში დემონები განისვენებენ, ამიტომ მე სულსა შინა შენსა განსასვენებელი არ მაქვს".

21-22. და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის