მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 8:20

19. და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი.20. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.21. და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
სახარებაჲ მათესი თავი 8
20. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (8,20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: საფასეთა შეკრებასა მოელია ჩემ თანა სლვითა და არა ჰხედავა, ვითარმედ არცა თუ სწორად მფრინველთასაცა არა არს განწესებული სავანე ჩემდა? არამედ „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“.

ეჰა საკჳრველი საკჳრველებათაჲ! დამბადებელსა ყოველთასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს! ვითარცა იტყჳს ღმრთისმეტყუელი: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“.

რამეთუ მოვიდა ძიებად ჩუენდა, უცხოქმნულთა სამოთხისაგან და ღმრთისა, მოვიდა ძიებად ცხოართა ამათ წარწყმედულთა და შეცთომილ-თა მთათა ზედა და ჴევთა უღაღთა, წარტაცებულთა მჴეცთა მიერ ბოროტ-თა და სულთა მომსრველთა. ამისთჳსცა თავს-იდვა არაქონებად, სადამცა თავი მიიდრიკა, რაჲთა ჩუენ კუალადმაგნეს სავანეთა მათ საუკუნეთა. დიდებაჲ აურაცხელსა წყალობასა მისსა! ხოლო მწიგნობარსა მას არა თუ ამისთჳს ესრეთ მიუგო, რაჲთამცა გარემიაქცია, არამედ რაჲთა ამხილოს ბოროტი იგი გულისსიტყუაჲ მისი, და უკუეთუ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
8:18-22 — ქრისტეს მიდევნების ფასი:

18. ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო. - რადგან არც პატივმოყვარე იყო და, ამასთან, იუდეველთა შურსაც განერიდა.

19-20. და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. - მწიგნობარს სჯულის წიგნთა მცოდნეს უწოდებს. ამან, იხილა რა მრავალი სასწაული, იფიქრა, რომ იესოს მათგან შემოსავალი ჰქონდა და მის გაყოლასაც იმიტომ შეეცადა, რომ ქონება თვითონაც დაეგროვებინა. მაგრამ იესო განზრახვას მიუხვდა და თითქმის ეს უთხრა: "ჩემი გაყოლით შენ ქონების დაგროვებას ფიქრობ, მაგრამ ვერ ხედავ, რომ უსახლკარო ვარ? ჩემი მიმდევარიც ასეთი უნდა იყოს". უფალმა ეს მის დასარწმუნებლად თქვა, რათა განწყობილება შეცვლოდა და გაჰყოლოდა, მაგრამ მწიგნობარი გაშორდა. ზოგიერთი მელიებსა და ფრინველებში დემონებს გულისხმობს, ე. ი. უფალი მწიგნობარს ეუბნება: "შენში დემონები განისვენებენ, ამიტომ მე სულსა შინა შენსა განსასვენებელი არ მაქვს".

21-22. და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? უკუეთუ უტევოთ ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისი, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნა-თესავიცა“ (11,47-48).:

...; ; არა გენებაა მეფედ დადგინებაჲ, და ივლტოდა? და არა უნდოსა ცხორებასა ეძიებდაა მარადის? და არცა სახლი აქუნდა, არცა სხუაჲ რაჲმე საქმეთაგან ამის სოფლისათა. ; არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, ვითარმედ არა თუ მოელოდეს საქმესა მას, ანუ თუ ეშინოდა მისგან და ამისთჳს იტყოდეს, არამედ ტყუვილით იტყოდეს, რაჲთამცა შეაშინეს ერი იგი შურისაგან, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ესრეთ აღძრეს ერი ქრისტესა ზედა. არამედ ვინაჲთგან მოკლეს ცხორებაჲ იგი ყოველთაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავიცა მათი წარიღეს, და იქმნა სიტყუაჲ იგი, რომელსა ტყუვილით იტყოდეს, ჭეშმარიტ, რომელსა არა მოელოდეს. თუ არა, ქრისტემან ვის ასწავა განდგომილებაჲ? რამეთუ იგი მარადის დაჰჴსნიდა განდგომილებასა და ასწავებდა ცხორებასა საღმრთოსა და მორჩილებასა მთავართასა, რამეთუ პირველნი იგი იყვნეს მასწავლელ განდგომილებისა, ვითარ-იგი იყო იუდა და თევდა, ხოლო ქრისტემან ყოველივე კეთილი ასწავა. ჰხედავა, რამეთუ მზაკუვარებით იყო სიტყუაჲ მათი? რამეთუ მან არარაჲ ყო ესევითარი. არა უდაბნოთა იქცეოდაა მარადის? არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:

...ურჩებაჲ.

მოვიდა უკუე ქრისტე სამარიად არა ეტლითა, არამედ ფერჴითა შრომით, რამეთუ მარადის ესევითარისა ცხორებისა მეძიებელ იყო, რაჲ-თამცა ჩუენ გუასწავა მოღუაწებაჲ და არა ძიებაჲ შუებისაჲ. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“. ;

ამისთჳს უფროჲსსა ჟამსა მთათა შინა არნ. ამას მოასწავებდა დავითცა და იტყოდა, ვითარმედ: „ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას მან“. რამე-თუ იხილე, ვითარ აღესრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი ამას ადგილსა, რაჟამს „დამაშურალი გზისა სლვისაგან იესუ ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ“ (4,6-8).

ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ უნდოებით იყოფოდა სოფელსა შინა უფალი და გარეწარად აქუნდა საზრდელისა საქმჱ. რამეთუ ამას გამოაჩინებს, რაჟამს თავსა ჴუვილისასა მუსრვიდეს, ; ;

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ით რაჲთა კეთილად ვიჴმარებდეთ სიმდიდრესა და არა ბოროტად:

...ა ვითარცა-იგი მეფისა, არამედ ვითარცა გუამი მახლობელ არს თავსა, და არა ყოვლით კერძო ჯერ-არს მოსწრაფებაჲ, რაჲთა მსგავს ქრისტესა ვიქმნნეთ?

ხოლო უკუეთუ ქრისტეს ბაძვად გუნებავს, ისმინეთ, რასა იტყჳს იგი, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“. ; და ჯერიყო ჩუენდაცა ესრეთ ყოფად, არამედ რაჲთა ესე დაუტევო თქუენისა უძლურებისათჳს და ვითხოვო თქუენგან სუბუქი საქმჱ, რაჲთა არა ესრეთ ფრიად მოყუარე იყვნეთ საფასეთა, და ვითარცა მე უძლურებისა თქუენისათჳს სრულსა მას სათნოებასა არა ვითხოვ თქუენგან, ეგრეთვე თქუენ განეშორენით ფრიადსა მას უკეთურებასა და ნუ მონა მონაგებ-თა თქუენთა იქმნებით, არამედ უფალ მათდა იქმნენით; რამეთუ საჴმარ ამისთჳს ეწოდების საფასეთა, რაჲთა ვიჴმარებდეთ, რამეთუ დამარხვაჲ მონისაჲ არს, ხოლო ჴმარებაჲ - უფლისაჲ.

არა თუ ამისთჳს მოგუეცნეს საფასენი, რაჲთა დავჰფლათ ქუეყანასა შინა, არამედ რაჲთა განუყოთ, რომელთა-იგი უჴმდეს. და უკუეთუმცა უნდა ღმერთსა დაფლვაჲ ოქროჲსაჲ, არამცა მოეცა იგი კაცთადა, არამედ დაეტევამცა იგი სიღრმეთა შინა ქუეყანისათა; ხოლო მოგუცა იგი, რაჲთა ურთიერთას მივსცემდეთ. უკუეთუ კულა ვჰმარხვიდეთ მას, არ-ღარა უფალ მის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიქცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ?“ (1,38).:

...1,39), თუ სადა ვიყოფვი, რაჲთამცა უმეტესად მოიზიდნა და უჩუენამცა, ვითარმედ შეუწყნარებიან იგინი. და ამისთჳს არცა ჰრქუა, თუ: მოვედით ხვალე და ისმინოთ, არამედ ვითარცა თჳსთა მეგობართა და მეცნიერთა ჰრქუა: „მოვედით და იხილეთ“. ხოლო ვითარ იტყჳს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“, ; და აქა იტყჳს, ვითარმედ: „მოვედით და იხილეთ“, სადა ვიყოფვი? არამედ მუნ ამას მოასწავებდა, ვითარმედ არა აქუს თჳსი სახლი და ტაძარნი, და არა თუ მას მოასწავებს, თუ სახლსა შინა არა დადგებოდა. და დაადგრეს უკუე მოწაფენი იგი მას ღამესა მის თანა და ისწავნეს მისგან ერთსა ღამესა სწავლანი ესრეთ, ვიდრეღა გან-რაჲ-თენა, ორნივე სხუათა მასწავლელ იქმნნეს.

სწავლაჲ იჱ ვითარმედ ყოველივე ჟამი მარჯუე არს საღმრთოთა სიტყუათა სმენად, და რაჲთა ვივლტოდით მავნებელთა ზრახვათაგან

ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა ყოველივე საქმჱ გარეწარად გუაქუნდეს სმენასა თანა საღმრთოთა საქმეთა და სიტყუათასა, და ნუცამცა ერთი ჟამი გუაქუს უჟამოდ საქმისა ამისთჳს, არამედ გინა თუ უცხოსა სახლსა ჯერ-იყოს მისლვაჲ, ანუ თუ უცნაურთა კაცთა თანა ზრახვაჲ, ნურარასმცა ზედა უდებ ვიქმნებით. რამეთუ თითოეულთა საქმეთა ამის სოფლისათა აქუნდინ თჳსი ჟამი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“ (6,34).:

...ა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა“; რამეთუ ვინაჲთგან საქმით აჩუენა, მერმე სიტყჳთცა უძლიერესად რჩული დაუდვა, რაჲთა კეთილად შეიწყნარონ სიტყუაჲ იგი. და ვითარ აჩუენა საქმით? ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“. და არა თავადმან ხოლო ქმნა ესე, არამედ მოწაფეთაცა ეგრეთვე განუწესა და არა შეუნდო სოფელსა ამას შინა რაჲსავე მოგებად; ეგრეთვესახედ აქაცა ბრძანებს.

და იხილე სახიერებაჲ მისი, რომელ ვითარცა მამაჲ მოწყალე, გჳღუწის ჩუენ ჴორციელად და სულიერად. ჴორციელად მოგუცემს დღითი-დღე ბევრეულთა კეთილთა: მზესა აღმოგჳბრწყინვებს, წჳმასა მოგჳვლენს, მთა-თაგან და ველთა ნაყოფთა სიმრავლესა მოგუანიჭებს, ჩუენთჳს განმზადნა მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი და ყოველნი პირუტყუნი, რომელნიმე საჭმლად და რომელნიმე სამსახურებელად, ჩუენთჳს აღმოაცენა ქუეყანით ყოველი ხე, ნაყოფიერი და უნაყოფოჲ, თივანი და მწუანვილნი და თითოფერნი ყუავილნი; და რომელიმცა ჟამი კმა-მეყო ანუ რომლითამცა ენითა უძლე მიუთხრობელთა მათ კეთილთა მისთა თქუმად?

ხოლო სულიერნი კუალად ქველისმოქმედებანი და კეთილნი მისნი რაბამ არიან, პავლესი ისმინე, რასა იტყჳს: „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა...

სრულად ნახვა