თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ვთქუ, გამოცდისა მათისათჳს მიეშუებოდა აღ-ძრვად ღელვათა და სახე იყო მოწევნადთა მათ მათ ზედა განსაცდელთა, რამეთუ ამისაცა შემდგომად მრავალგზის შეუნდო უძნელესთა განსაცდელთა შთავრდომად და სულგრძელ ექმნა, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „გარდარეულად უფროჲს ძალისა დაგჳმძიმდა, ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხორებისაცა. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა თჳსთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი, რომელმან ესევითარისა სიკუდილისაგან მიჴსნა ჩუენ“. და სხუანი მრავალნი ძნელოვანნი შეემთხჳნეს, ვიდრეღა ძჳრ-ძჳრითა სიკუდილითა მოსწყდეს. და მის ყოვლისა წინაჲთვე მომასწავებელი იყო ღელვაჲ იგი. ამისთჳსცა, ჰრქუეს რაჲ: „უფალო, მიჴსნენ ჩუენ“, პირველად მათ შეჰრისხნა და მერმე ზღუასა მას, რამეთუ შეშფოთებაჲ იგიცა მათი უმჯობესისა მათისათჳს იქმნა, რაჲთა აქუნდეს ამისა შემდგომადცა ჴსენებაჲ საკჳრველებისაჲ მის. და ამისთჳსცა მიიძინა, რაჲთა ადგილ-სცეს შიშსა მოსლვად მათ ზედა, რამეთუ უკუეთუმცა ეღჳძა, არამცა ესრეთ შეშინებულ იყვნეს,...
სახარებაჲ მათესი 8:26
23-24. და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. - უფალმა თან მხოლოდ მოწაფენი წაიყვანა, რათა სასწაული ეხილათ. მან დაუშვა, რომ მათ საფრთხე დამუქრებოდათ, რათა განსაცდელთა გადატანისათვისაც გაწვრთნილიყვნენ და ამ სასწაულით რწმენაც უფრო განმტკიცებოდათ. დაიძინა კი იმიტომ, რომ შეშინებულებს საკუთარი უძლურება შეეცნოთ და შველას მას შევედრებოდნენ. ამიტომაც ამბობს მათე:
25-26. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? - უფალი მათ არა ურწმუნოებს, არამედ მცირედმორწმუნეებს უწოდებს, რადგან, როცა უთხრეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, სარწმუნოება გამოამჟღავნეს, მაგრამ სიტყვა წარვწყმდებით ურწმუნოებისგან თქვეს. რადგან უფალი მათთან ერთად მიცურავდა, აღარ უნდა შეშინებოდათ. ყურადღება მიაქციე! საყვედურობს რა მათ სიმხდალისა გამო, გვიჩვენებს, რომ შიში საფრთხეს იზიდავს. უფალმა ჯერ მათ სულში ატეხილი ქარიშხალი ჩააწყნარა და მღელვარება...
...(ლუკ. 5,13) და განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმარა მას ლოცვაჲ? ხოლო უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, არამცა შემძლებელ იყო სახელი მისი ესევითართა საქმეთა ქმნად. ანუ ოდეს-იგი შეიქმოდა კაცსა, რომელი ლოცვაჲ იჴმარა? არა ჰხედავა მუნ ერთარსებასა მას, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი“? რამეთუ უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, უძლურიმცა იყო და ვერშემძლებელი ყოვლისავე ნებისა თჳსისა აღსრულებად. არამედ ვიხილოთ, თუ რაჲ არს ლოცვაჲ მისი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი“ (11,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვინ სადა ილოცა ესრეთ? რამეთუ ვიდრეღა არარაჲ ეთქუა, თქუ...
...თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა; და წყალი ღჳნოდ გარდააქცია; და ხუთითა პურითა ესოდენი იგი ერი გამოზარდა; და ზღუასა და ქართა შეჰრისხნა, და დადუმნეს; და მნათობნი შეძრწუნდეს ჯუარ-ცუმასა მისსა და ნათელი თჳსი დაიფარეს, კუალად უბრძანა, და გამობრწყინდეს. და სხჳთა მრავლითა საქმითა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი ყოვლისაჲვე. ხოლო სიტყჳთ ესრეთ განცხადებულად თავადმან არასადა თქუა, ხოლო მოწაფენი ზედაჲსზედა ქადაგებენ და იტყჳან, იოვანე და პეტრე და პავლე. ესე ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ჰურიათა სმენად მაღალთა მათ სიტყუათა. რამეთუ უკუეთუ მოწაფეთა, რომელთა დღითი-დღე ესმოდეს სიტყუანი მისნი და სასწაულთა მისთა ხედვიდეს და ყოველივე უარ-ყვეს სიყუარულისათჳს მისისა, უკუეთუ მათ ვერ ეძლო ყოვლისავე ტჳრთვად პირველ მოსლვისა სულისა წმიდისა, ვითარმცა უძლეს ჰურიათა მათ უგულისჴმოთა ტჳრთვად სიტყუათა მაღალთა და არა თქუმად, ვითარმედ წინააღმდგომ არს, უკუე-თუმცა არა ესრეთ სიმდაბლისა სიტყუათა მიერ ნუგეშინის-სცემდა უძლურებასა მათსა?
ამისთჳსცა, ეგულებოდა რა...