მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 9:28

27. და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო!28. და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.29. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!
სახარებაჲ მათესი თავი 9
28. და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ, ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი“ (9,27-30).:

რაჲსათჳს გზასა ზედა, მისდევდეს რაჲ და ღაღადებდეს, თანაწარჰჴდა მათ? კუალად აქაცა გუასწავებს, რაჲთა ვევლტოდით მრავალთა დიდებასა და გამოცხადებასა საქმეთა კეთილთასა; ამისთჳსცა შე-რაჲ-ვიდა სახლსა, განკურნა იგინი თჳსაგან და ამცნო, რაჲთა არავის აუწყონ. ხოლო ესეცა დასასჯელად ჰურიათა იქმნებოდა, რამეთუ ბრმათაცა შეიწყნარეს სარწმუნოებაჲ მისი, და მათ ნეფსით დაიყვნეს თუალნი ხილვად ნათლისა.

რამეთუ იხილეღა მათი იგი სარწმუნოებაჲ ღაღადებისა მისგან და უკუანა შედგომისა. და რაჲ იყო ღაღადებაჲ მათი? - „შემიწყალენ ჩუენ, უფალო!“ ხოლო ძედ დავითისა უწესდეს, რამეთუ დიდად პატივად შეერაცხა ესე მაშინ ჰურიათა. წინაჲსწარმეტყუელნიცა მეფეთა, რომელთაცა პატივ-სცემდიან, ძედ დავითისა უწოდდიან. ხოლო შე-რაჲ-ვიდა სახლსა, მეორედ მოუჴდეს მას, და ჰკითხა მათ სარწმუნოებაჲ მათი. ესე ამისთჳს, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ ღირს იყვნეს იგინი წყალობისა ჭეშმარიტად, და ვერვინ იტყოდის, ვითარმედ: უკუეთუ სახიერებისათჳს მისისა ჰკურნებდა მათ, რად არა ყოველნი განკურნნა? ამისთჳს აჩუენა, ვითარმედ ჩუენმიერიცა სარწმუნოებაჲ საჴმარ არს. და კუალად, ვინაჲთგან მათ თქუეს: „შემიწყალენ, უფალო, ძეო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:27-31 — ორი ბრმის განკურნება:

27. ა წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო!- ბრმები მას, ვითარცა ღმერთს, ეუბნებოდნენ შეგვიწყალეო, ხოლო ვითარცა კაცს, მიმართავდნენ - ძეო დავითისო, რადგან იუდეველთა შორის ფრიად გავრცელებული იყო აზრი, რომ მესია დავითის თესლისაგან მოვიდოდა.

28. და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. - ბრმები სახლამდე იმიტომ მიიყოლა, რომ მათი რწმენის სიმტკიცე ეჩვენებინა და იუდეველები ემხილებინა; ეკითხება მათ, სწამდათ თუ არა, რითაც გვაჩვენებს, რომ რწმენას ყველაფერი შეუძლია.

29-30. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. - იგი მათ სახლში, სხვათა თანდასწრების გარეშე, კურნავს, რადგან დიდების მოყვარე არ იყო, და ყველგან სიმდაბლის სიბრძნეს ასწავლიდა.

30-31. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა. - ხედავ, სიმდაბლეს ქრისტესი?...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სასუფეველსა და განჰკურნებდა ყოველსა უძლურებასა ერისასა. და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა მას ასურეთსა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითოსახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისადცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნნა იგინი. და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და წიაღ იორდანისაჲთ, და განკურნნა იგინი“ (4,23-25).:

...სწაულთა თანაწარჰჴდა და თქუა: „მოჰგურიდეს ყოველთა ბოროტად სნეულთა თითოსახე-თაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნნა იგინი“. და არავისგან ძებნა მაშინ სარწმუნოებაჲ, არცა ვის ჰრქუა, ვითარ-იგი ამისა შემდგომად ეტყოდა: „გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად?“ რამეთუ არღა ეჩუენა მათდა სახე ძლიერებისა თჳსისაჲ. არამედ იგი მისლვაჲ და მოგურაჲ უძლურთაჲ სარწმუნოებად შეჰრაცხა, რომელნი შორით მოვიდოდეს, რამე-თუ ყოველსა მას ქუეყანასა განისმა ჰამბავი მისი, „და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და წიაღ იორდანისაჲთ, და განკურნნა იგინი“.

სწავლაჲ იდ

ვითარმედ ჯერ-არს მარადის ჴსენებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ და ვედრებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა შეგჳნდოს; და საუკუნოჲსა მისთჳს სასჯელისა

და აწ ჩუენცა, მორწმუნენო, მივსდევდეთ მას, რამეთუ მრავალნი გუქონან სნეულებანი და უძლურებანი სულიერნი, და ჰნებავს სახიერსა მას ყოველთა განკურნებაჲ. მოუჴდეთ მას, შეუვრდეთ და ვევედრებოდით; ნუმცა რას ჴორციელსა ვითხოვთ, არამედ მოტევებაჲ ცოდვათაჲ ვითხოოთ, რამეთუ მზა არს მოცემად, უკუეთუ მჴურვალედ ვითხოოთ. მაშინ განისმა ჰამბავი მისი ასურეთსა, და ყოველნი შემოკრბებოდეს კურნებად, ხოლო აწ ყოველსა სოფელსა ქადაგებ...

სრულად ნახვა