მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:11

10. და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა,11. და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.12. მაშინ მოიქცეს იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1
11. და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად (1,11).:

თარგმანი: კაცნი კაცთა ჰზრახვენ, არამედ არა სწორნი ბუნებითა, რამეთუ, ბუნებით ანგელოზთა, სახე ოდენ აქუნდა კაცთაჲ და სპეტაკობითა სამოსელთაჲთა ცხად ჰყოფდეს მეორე ნათელ ყოფასა თავთა თჳსთასა, და ბუნებითთა მათ კაცთა "კაც გალილეველ" უწოდდეს ზეცისანი და ეტყოდეს ქუეყანისათა: რაჲსა სდგათ? მიმოვიდოდეთ და ყოველსა სოფელსა ქადაგებდით, ვითარმედ ესე იესუ, ერთბამად ღმერთი და კაცი, რომელმან თქუენ ქუეყანით აღგამაღლნა და ზეცისასა მხედველ და მზრახვალ გყვნა, არაოდეს დაუტევებს ჴორცთა, რომელნი ერთ-გზას შეისხნა, არამედ მითვე აღსრული ზეცად, კუალად მითვე მომავალ არს განშჯად სოფლისა; რადღა სდგათ აქა, აწვე მომლოდედ მისა; იხილოთ იგი კუალად მომავალი, არამედ ესე — უკუანაჲსკნელ, ხოლო აწ მიიქეცით იერუსალემდ, და დასხედით მოლოდებად აღთქუმისა ვითარ-იგი ბრძანებულ ხართ მის მიერ. ესე ჩუენდაცა საჭირო არს, რაჲთა არა უქმად ვდგეთ, არამედ ვრბიოდით თითოეული თჳსსა საქმესა, კაცად-კაცადი რომელსაცა ზედა იჩინა! შევიკრძალოთ სიწმიდე იგი ნათლისღებისა მიერ მოცემული, რამეთუ რომელმან ცოდოს შემდგომად ნათლისღებისა, მრჩობლ და მრავალწილცა უმძიმეს არს საშჯელი მისი, რამეთუ ძე ღმრთისაჲ დათრგუნა და...

სრულად ნახვა
ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ან ასე არ არის, არამედ გამოუთქმელი საქმეებით არის სავსე. „ამაღლდა დიდებითა“ (); ესე იგი, ღრუბლებზე. ამბობს: „ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ“ (). შეხედე ნეტარი პავლეს გონიერებას.

როცა დიაკონიის ღირსყოფილებს უნდა შეაგონოს, რომ ღვინით უზომოდ არ გაძღნენ, არ თქვა: ნუ დათვრებითო, არამედ: „ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ“ (). სამართლიანადაც; რადგან თუ საწმიდარში შემსვლელები ღვინოს საერთოდ არ იღებდნენ, მით უმეტეს ამათ არ შეჰფერის. რადგან, ამბობს, ღვინო გონების არევას წარმოშობს; და თუნდაც სიმთვრალე არ გამოიწვიოს, სულის სიმტკიცეს ადუნებს და შეკრულ წყობას შლის. და დააკვირდი, როგორ ყველგან საიდუმლოს უწოდებს ჩვენთვის აღსრულებულ განგებულებას; მართებულადაც: რადგან იგი ყველა ადამიანისთვის ცხადი არ არის, უფრო მეტიც, არც ანგელოზებისთვის იყო ცხადი; როგორ ი...

სრულად ნახვა