თარგმანი: ესე სახედ ჩუენდა, რამეთუ ლოცვასა განკრძალულნი მიიღებენ ნიჭსა სულისა წმიდისასა, რომელ არიან მოწაფენი ქრისტესნი, დედათა მათ თანა, რომელნი შეუდგეს უფალსა და ჰმსახურებდეს ნაყოფთაგან მათთა. იგინივე აწ მუნ იყვნეს მოციქულთა თანა და დედასა თანა უფლისასა, რომლისაჲ დაღაცათუ თქუმულ არს, ვითარმედ მიერითგან წარიყვანა მოწაფემან მან თჳსთა თანა, არამედ აწ თჳთ მოწაფეცა იგი საყუარელი მუნვე იყო. ამისთჳს ჯერ-იყო ღმრთისმშობელისაჲცა მუნვე ყოფაჲ. და უკუეთუმცა იოსებ, მიმთხოველი ქალწულისაჲ, მუნ ყოფილ იყო, იგიცამცა შვილთა თჳსთა თანა მოჴსენებულ იყო, არამედ ცხად არს პირველ მრავლისა ჟამისა აღსრულებაჲ. მისი თჳთ მათვე სიტყუათაგან სახარებისათა, ვითარმედ: "დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს" (); რამეთუ, უკუეთუმცა ცოცხალ ყოფილ იყო, მაშინ მუნცა მოიჴსენებოდა და აქა კრებულისა ამისგან არავე დააკლდებოდა, ვითარცა უმჴურვალესი ყოველთაჲ, რამეთუ, დაღაცათუ ძენი მისნი ოდესმე შეორგულდიან, არამედ იგი არა ოდეს ორგულ იყო საიდუმლოსა შინა ქრისტეს განკაცებისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:14
13. და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი.14. ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით.15. და ამათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1