თარგმანი: არღარა მიფარულად იტყჳს, ვითარმედ: "უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისსა არს" (), არამედ განცხადებულად გამოაჩინებს, თუ რაოდენ უმეტეს არს იოვანესსა, რამეთუ იგი წყლითა ნათელ-სცემდა, და წყლისაჲ იგი ნათლის-ღებაჲ მოციქულთა მიეღო ჟამად-ჟამად, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს უფალი, პეტრეს რაჲ ჰრქუას: "განბანილსა მას არა უჴმს განბანად, გარნა ფერჴნი ხოლო" (), გარნა წყალსა, რომელსა ზედა არა სახელ-ედვას "მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", იგი ნათლის-ღებაჲ სინანულისაჲ არს; ხოლო რომელსა ზედა სახელ-ედვას, იგი შვილებისაჲ არს. აწ უკუე ვითარ-იგი მოციქულთა იოვანესგან ნათელეღო წყლითა, ეგრეთვე უკუანაჲსკნელ ნათელ-იღეს სულითა წმიდითა ქრისტეს მიერ. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე უფლისაჲ სახედ ჩუენდა მოცემული, რამეთუ არა ეტყჳს, ვითარმედ: "მე ნათელ-გცე სულითა წმიდითა", არამედ —"ნათელ-იღოთო". გარნა ესე მოციქულთა წინაჲთვე ესწავა იოვანესგან, ვითარმედ: "მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო მან, ესე იგი არს —ქრისტემან, ნათელ გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (<span...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:5
4. და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალჱმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან.5. რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად.6. ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1