მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:6

5. რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად.6. ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?7. ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1
6. ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

...თანაწარჰჴდა გამოძიებასა მათსა.

და რაჲთა სცნათ, ვითარმედ ამისთჳს თქუა ესე სიტყუაჲ, იხილეთ შემდგომად აღდგომისა, ოდეს-იგი კუალად იწყეს კითხვად, ვითარმედ: „უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელი-იგი მამამან დადვა თჳსითა ჴელმწიფებითა“. ამისთჳს აჴსენა მამაჲ, რაჲთა არა თქუან, თუ: შეურაცხ ვართ წინაშე უფლისა; არცა თუ ესე სათნოიჩინა უწყებად, რამეთუ ჯერეთ სრულსა მას საზომსა არა მიწევნულ იყვნეს; ხოლო უფალსა არა ენება შეწუხებაჲ მათი, ამისთჳს მამასა მისცა მეცნიერებაჲ იგი და საშინელ-ყო ძიებაჲ იგი. ესე არს ერთი მიზეზი სიტყჳსაჲ მის.

მეორედ ესეცა ჯერ-არს ცნობად მორწმუნეთა მიერ, ვითარმედ მრავალსა იტყჳს უფალი კაცობრივისა ბუნებისაგან, ვითარცა ოდესმე ჰრქუა სამარიტელსა მას: „მასუ მე წყალი“, - რომელ-ესე სიტყუაჲ არს ჴორციელისა საჴმრისა აღმასრულებელი, და რომელი-იგი ითხოვდა, არა კაცი იყო ლიტონი, არამედ ღმერთი შეერთებული კაცებასა. და კუალად, რომელ-იგი შეემშია, დაშურა და ცრემლოდა; და ოდესმე იტყოდა: „მამაჲ უზეშთაეს ჩემსა არს“; და კუალად იტყოდა: „არა ჴელ-მეწიფების საქმედ თავით თჳსით არარაჲ“;...

სრულად ნახვა